| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია 20 კურსდამთავრებულს გამოემშვიდობა, მათგან სამი ოქროსმედალოსანი იყო. დირექციამ ყველას წარმატებული მომავალი უსურვა.
„კიდევ ერთი წარმატებული წელი დასრულდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთათვის. არსებული სიტუაციის (პანდემია) გამო, რეგულაციების დაცვით და მოკრძალებულად გაიმართა „ბოლო ზარი“. იყო განშორების, სიხარულისა და ბედნიერების ცრემლები...
სკოლა დაემშვიდობა რიგით 82-ე გამოშვებას, 20 წარმატებულ ახალგაზრდას. მათგან სამი: ზარქუა მეგი, კვარაცხელია ლევანი, მიქავა ქეთევანი ოქროსმედალოსნები არიან. სკოლა წარმატებებს უსურვებს თითოეულ მათგანს“, - წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა