სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბავშვთა დაცვის დაუვიწყარი დღე ბარეთის საჯარო სკოლაში
01-06-2021
-
+


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,1950 წლის 1 ივნისიდან, ყოველ წელს აღინიშნება და მას მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს - ეს დღე შეხსენებაა, ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

ისტორია კი ბევრად ადრე -  1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს? - ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.

წალკის მუნიციპალიტეტის,  ბარეთის საჯარო სკოლაც გამოეხმაურა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ და 1 ივნისს სხვაგვარი - მხოლოდ ბარეთის საჯარო სკოლელებისთვის დამახასიათებელი დაუვიწყარი ელფერი შესძინეს. 


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლები წერილობით დასვამენ კითხვებს - რომელი ორი საგნის პედაგოგებთან ჩატარდება შეხვედრა

თბილისი-ბათუმი - 13 და 20 ივნისს Izrune.ge პროექტის კაშკაშა „ვარსკვლავებს“ დიპლომებსა და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს

როგორ გამოვთვალოთ სტუდენტისთვის ბინის შეძენის ბიუჯეტი

„ყველასთვის სავალდებულოა - ჩააბაროს გამოცდა და გაიაროს 60-კრედიტიანი პროგრამა“...

ახალი მეთოდური სახელმძღვანელო გამოიცა - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიება სავსე იყო ემოციებით, განშორების სევდითა და ახალთან შეხვედრის მოლოდინით

მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და სიღრმისეულად შეისწავლეს სულხან-საბა ორბელიანის იგავი „ორი ამხანაგი“

პროექტის სულისჩამდგმელს, ვაზგენ მასწავლებელს კი, უდიდესი მადლობა ეკუთვნის იმისთვის, რომ მან გაკვეთილი შემოქმედებით დღესასწაულად აქცია

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება