სიახლეები
სკოლები

„დიასახლისი“ - დისველის საჯარო სკოლის პედაგოგის ემოციური ნოველა, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს
01-06-2021
-
+


etaloni.ge წარმოგიდგენთ ასლან შაინიძის სახელობის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგის, ნინო დოხტურიშვილის ნოველას, რომელიც დედის, მეუღლის, ოჯახის დიასახლისის ყოველდღიურობას, დედაშვილობის საოცარ ძალას ეხება და რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს:       

დიასახლისი

დილა მზის სხივებით მოფენილ ნათელ განთიადს ჰგავდა, სადაც ჩიტების ამბორი სარკმელს მალიმალ დასთამაშებდა, ბუნება უებარი, ტკბილი გალობით ერწყმოდა ქალბატონის დაღლილ სხეულს. რა საოცარი მდუმარება გაიფანტა ირგვლივ, მხოლოდ ასეთი ატმოსფერო თუ დაგაფიქრებს, საკუთარ ემოციებზე, გრძნობებზე, იმედებზე, მიუწვდომელ ბედნიერებაზე... ოჯახურ იდილიაზე ორიენტირებული ყოველდღიური ცხოვრება კი, სტანდარტული რუტინაა. კვება, სისუფთავე, აღზრდა, კეთლიგანწყობა, თბილი კერა, მშვიდი და უბატონო დილა, სადაც კითხვებს მარტო ოჯახის წევრები სვამენ, დიასახლისი უსმენს, სხვა წუწუნებს - ის კი ანუგეშებს, სხვას სტკივა - ის კი ტკივილს მალამოსავით უამებს.

- დედა, საუზმე გაამზადე?!

- მარი, პერანგი სავარძელზე დადე, აი, ის, მუქი ლურჯი....

- მაგრამ...

- რა ხდება?

- ვერ მოვასწარი მისი გასუფთავება....

- რატომ, რას აკეთებდი ასეთს?

გუშინ მარი მთელი დღე სახლის საქმეებით იყო დაკავებული. საკვები იმდენი გააკეთა, რამდენი ოჯახის წევრიც გახლდათ, მათი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით; მერე შეუძლოდ იგრძნო თავი და მეზობელს დიდი მოწიწებით სთხოვა წნევის გაზომვა, ის ხომ არ არის გადამეტებულ ყურადღებას შეჩვეული..

- ბროწეულას თვალივით წითელი ხარ, მარი.... სიცხე გაქვს მაღალი. შენს თავს საერთოდ არ უყურებ, როგორ შეიძლება ასე?! - მაგრამ მარი არ დაყაბულდა ავადმყოფობას. მეზობელს პატიოსანი სიტყვა ჩამოართვა, რომ კრინტს არ დასძრავდა ოჯახის წევრებთან... თუმცა სისუსტის გამო, ბევრი საქმე გაუკეთებელი დარჩა.

ახლაც გულზე ხელი მოიკიდა და სიმწრით მიაღწია სამზარეულოსკენ, სითხე მიიღო და სხეულმაც ცოტა შვება იგრძნო. მცირედი საკვები მოიძია, სახლედახელოდ სუფრაც გააწყო და ოჯახს მშვიდად მოუხმო..

მერე კი, ვაივაგლახით მიესვენა სავარძელზე, ცოტა ხნით მოსწყდა მწარე რეალობას, ტკივილი მოსვენებას არ აძლევდა... სიმშვიდე მაინც ძილში ჰპოვა, ჰოდა ჩაეძინა უშფოთველად, მიანდო თავი საკუთარ ფიქრებს და ყოველგვარ საზრუნავს წამიერად მოსწყდა. ბევრი ეცადნენ მის გაღვიძებას, თუმცა უშედეგოდ. იმედგაცრუებულებმა სათბილობელი მიაფარეს და სახლშიც სრული სიჩუმე ჩამოვარდა.

მეორე დილით კი მარი ერთმანეთის მიყოლებით შეეჩეხა პრობლემებს, რომლის გადაუჭრელობაც არ აპატიეს...

როგორც იქნა, ფეხზე წამოდგა, საკუთრი საქმიანობა სამზარეულოდან დაიწყო, მომდურებული მეუღლე სხვა ფერის პერანგით გაუშვა, საქმიან შეხვედრაზე. ზრდასრული შვილი კი თვითონ ეცადა დილის საკვების მზადებას.

მარის ჯანმრთელობა ისევ დასვენებას სთხოვდა, ქვეშაგებზე წამოწოლილმა სარკეს მოავლო თვალი და საკუთარ თავთან დიალოგი გამართა:

„ზოგჯერ მგონია, რომ გასახედნი ფაშატივით ვარ - სანამ მოცელილივით არ დავეცემი ნიადაგზე, იქამდე რთული დასაჯერებელია, რომ ცუდად ვარ და აღარ შემიძლია. ყველგან ერთ უკიდურეს რეალობას ეჯახები, ყველას  თავის დინებისკან მიყავხარ, ისე, რომ არც კითხულობს, რა გინდა?როგორ გინდა, იცხოვრო? მხოლოდ კედლები გესაუბრება, თავისი უტყვი ენით და ისიც უნებურად გაფრთხილებს - დაფიქრდი ყველა სიტყვის სისწორეში, გააანალიზე, გააცნობიერე და შემდეგ ისე ისაუბრეო - მოჩვენებითი ბედნიერება და ტყუილი ძნელი ასატანია, იმას ვაკეთებ, რაც არ შემშვენის და ვარსებობ იმით. რასაც არ ვიმსახურებ, იქნებ ვცდები?! მაგრამ რომ არ ვთქვა, არ შემიძლია. შენც ხომ ასე ფიქრობ, მიპასუხე? შენ ჩემი მეორე „მე“ ხარ, იქ საიდანღაც მომზირალე მდუმარე და ერთფეროვანი“.

საკუთარ უსუსურობაზე ბრაზი მოერია. წამოხტა სავარძლიდან და ტანსაცმლის გადარჩევა დაიწყო, სახლის კარზე კაკუნი შემოესმა, არც კი მიუქცევია ყურადღება, ადამიანის ხმამ გააფორმა ეს ხმაური: დედა, სახელმძღვანელო დამრჩა, გამომიტანე! მარი შეიმოსა, ხელში ჩანთა აიღო და შურდულივით გავარდა გარეთ. გოგონა გაოგნებული უყურებდა დედის არაბუნებრივ საქციელს.

- რა ხდება, დედა?!

- არაფერი! - ცივად მიუგო და უკანმოუხედავად განაგრძო გზა.....

გოგონამ წამიერად მიიღო გადაწყვეტილება, დედის ნაკვალევს გაჰყოლოდა, ჰოდა ფეხდაფეხ გაჰყვა. ერთი წუთით არ მოეშვა, გზადაგზა მისთვის კითხვები სურდა დაესვა, მაგრამ როგორც კი მარის გაყინულ სახეს შეავლებდა თვალს, საუბრის სურვილი ეკარგებოდა.ავიდა მეტეხის ტაძარში და უცაბედად მობრუნდა შვილისკენ:

- ახლა როგორ ფიქრობ, ამ ცხოვრებისგან გადაღლილს რა მიშველის - მაღლა ტაძარი თუ დაბლა მტკვარი? რომელია ჩემთვის უფრო მეტად სიმშვიდის მომტანი? ვინ მაგრძნობინებს ადამიანად თავს? როგორ ფიქრობ, ჩემო შვილო?

გოგონა დედის შეშლილ სახეს გაოგნებული უმზერდა...

- დედა, წავიდეთ სახლში, გთხოვ....

- არა, გადაწყვეტილება მივიღე და აქედან ერთი გადამწყვეტია.

- დედა, ისე მეც მიფიქრია ამ საკითხზე, მაგრამ შენი მარტო დატოვება მებრალებოდა. რახან ორივე აქ ვართ, იქნებ მოვიყვანოთ ჩანაფიქრი სისრულეში?

მარიმ გაოგნებულმა შეხედა შვილს.....

ხო დედა, რატომ ფიქრობ, რომ მე არ მაქვს პრობლემები, სკოლაში სრულიად გარიყული და მოწყვეტილი ვარ ყოველგვარ ადამიანურ ურთიერთობას. მეც დავიღალე, დედი, იცი, როგორ შემძულდა სიცოცხლე, იმდენად უსუსური და უტყვი ვარ, რომ საკუთარი თავის დაცვაც მიჭირს, სიყვარულს მხოლოდ შენგან ვგრძნობ, მართალია, გულს არასოდეს გიშლი, მაგრამ შენ რომ არა, დიდი ხნის უკან ამოვიდოდი აქ, როგორ ფიქრობ, გამიჭირდებოდა?

წინა დღეს, შემთხვევით, ის კაბა ამოვიღე შენ რომ დაბადების დღეზე მიყიდე, დიდი სიხარულით ჩავიცვი, ისეთ ბედნიერი ვიყავი! გავეშურე სკოლისკენ და მივუჯექი მერხს, ასეთ ბედნიერი არც ვყოფილვარ. დედა, ისე ხარ გადაღლილი ყოველდღიური ყოფით, რომ ეს სიხარული შეუმჩნეველი დარჩა. აი, სკოლაში კი ყველას გაუკვირდა ....მოეწონათ კაბაც და შემაქეს, მაგრამ ჩემს დამრიგებელს ეს თვალში არ მოუვიდა. მკლავში ხელი წამავლო, შენ ჩემზე კარგად იცი, რამხელა ქალია - ძალ-ღონით სავსე... ჰოდა, ასე, ძალისმიერი მეთოდით გამიყვანა, მერე მომიბრუნდა და მკაცრი იერით მკითხა - „მე რა ვთქვი, მოკლე კაბით სკოლაში არ დაგინახო“,  შეკრული მუშტი მთელი ძალით მომიღერა, მუცლის არეში, ჩავიკეცე ტკივილისგან, როდესაც გონზე მოვედი და გავაანალიზე, რა ხდებოდა, გამოვიქეცი და აი, აქ აღმოვჩნდი, სადაც შენ დგახარ. მაგრამ, არა! შენი თვალები დამიდგა თვალწინ და ვერ გადავდგი ეგ ნაბიჯი... მეორედ სკოლაში დაგვიანების გამო, მოულოდნელად, სილა მარგუნა, იგივე მეთოდით გამისწორდა, რომელიც დახვეწილი ჰქონდა. სიმწრისგან გაოგნებულმა შევხედე და აქაც სიტყვის გარეშე გამოვბრუნდი უკან ... მაგრამ მაგ ნაბიჯზე არც მიფიქრია იმიტომ, რომ შენმა თბილმა, მზრუნველმა ხმამ გამომაფხიზლა.

ხომ ხედავ, ჩვენ ერთმანეთს ვგავართ, საკუთარი ფიქრებისა და ვარამის მსხვერპლნი ვართ. ურთიერთობა გვაკლია, დედა! ჰოდა, ამას ღმერთი, ეკლესია სიყვარული და თანადგომა უშველის. ამიტომ მოდი, მოვილოცოთ ტაძარი და დავბრუნდეთ სახლში, საშინლად ცივა.

მარი მიხვდა, რომ მის წინ მასზე ძლიერი არსება იდგა, რომლის გულისტკივილიც, ამ პატარა ასაკში უფრო მძაფრად იგრძნობოდა, ვიდრე მის გადაღლილ სულში, გააანალიზა, რომ სწორედ ახლა სჭირდებოდა მის ბავშვურ სილაღეს გადარჩენა, ყოველგვარი არამდგრადი გრძნობებისგან და ვინ, თუ არა დედამ უნდა დაიცვას თავისი პირმშო... ამიტომ უნდა გაჰყოლოდა გზას, რომელსაც დედაშვილობის გზა ჰქვია.

ტაძრის სიმშვიდემ და სიწმინდემ გულში ჩაიკრა ორი აფორიაქებული სული, დაამშვიდა, სიკეთე, სიყვარული და იმედი გაუღვივა!


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
აბიტურიენტები 3 საგამოცდო საგნის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიირებენ - naec
„დმანისში ჩვენი სკოლა პირველია, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს, რაც ძალიან საამაყოა ჩემთვის“
კლასები, სადაც ნიშანი არ იწერება - ორი პირობა, რომელსაც პედაგოგის განმავითარებელი კომენტარი უნდა აკმაყოფილებდეს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
სტუდნეტების ნაწილმა აუდიტორიები დატოვეს და საპროტესტო აქციებს უერთდებიან -  ვრცელდება პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილის მიმართვაც
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლის წარმატება ახარებთ და ბავშვებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
პროექტის ფარგლებში შეირჩა საბაზო და საშუალო საფეხურის ოთხი კლასის გუნდი და დაიგეგმა ფრენბურთის ჩემპიონატი
სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - ლანა ბლიაძე, ქეთი მთიულიშვილი, ნათელა თაღიაშვილი
 
მოსწავლეებისთვის დღე მოციებით სავსე იყო, მათთვის სასიამოვნო იყო სტუმართან შეხვედრა და ზღაპრის განხივა ავტორთან ერთად
სკოლა მოხარულია გაგვიზიაროს მე-11 კლასის (დამრიგებელი ფიქრია მაჩიტიძე) მოსწავლის გიორგი არაბიძის კიდევ ერთი წარმატება
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება