სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“ - თბილისის N9 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა
01-06-2021
-
+


ბოლო ზარი დაირეკა ნოდარ ახალკაცის სახელობის, თბილისის N9 საჯარო სკოლაშიც; სასწავლო ნაწილის გამგემ - ელეონორა ფერაძემ თბილი სიტყვები არ დაიშურა მათთვის, სკოლის დირექტორის, მარინა გიგაურის ემოციური მიმართვა კი გულგრილს არავის დატოვებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენო ძვირფასებო... ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N 9 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებო! გილოცავთ სკოლის წარმატებით დამთავრებას. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობისა, დიდი მოთმინებით, გაგებით მოეკიდეთ ამ გამოწვევას და ღირსეულად დაასრულეთ სასწავლო წელი... სკოლის დირექციამ, დამრიგებლებმა და საგნის პედაგოგებმა უდიდესი პასუხისმგებლობით გასწიეს შრომატევადი სამუშაო, რათა დაგეძლიათ 2020-2021 სასწავლო წელი. იმედია, ეს გამოგვივიდა და გაგიხსენით მომავლის კარი! კარი წარმატებისა, მრავალფეროვანი სივრცეების გადალახვისა, ახლის შენებისა, ლამაზი, ადამიანური ურთიერთობებისა! უდიდესი მადლობა ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგს, დამრიგებლებს- ნათია ტრაპსა და ნინო რევაზიშვილს გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის! ჩვენო ბავშვებო, თქვენი აქტიური ჩართულობა სასკოლო ღონისძიებებში, პროექტებში, ოლიმპიადებში, კონფერენციებში, პატრიოტიზმი და კულტურა - თქვენს მიერ შექმნილი და დატოვებული ისტორიაა, კეთილი კვალია და უდიდესი მაგალითი მომავალი თაობებისათვის.... აი, ეს არის სასკოლო ცხოვრება!წარმატებებს გისურვებთ ჩვენო საამაყო, ნიჭიერო და საოცარო ახალგაზრდებო! თქვენ ჩვენი მომავალი ხართ! ჩვენ კი თქვენი ღირსეული და ნაყოფიერი წარსული ვართ! სხვანაირად უფლება არ გვაქვს! გილოცავთ და გლოცავთ!

ძვირფასო მშობლებო! გულითადად მინდა გადაგიხადოთ უდიდესი მადლობა სასკოლო ცხოვრებაში, შვილებთან ერთად დისტანციურ სწავლებაში აქტიური ჩართულობისათვის, თანამშრომლობისათვის! მოთმინებისათვის, გამძლეობისათვის, ჯანსაღი აზროვნებისა და დამოკიდებულებისათვის! თქვენი გულშემატკივარი, ერთგული და სიყვარულით სავსე სკოლის დირექტორი - მარინა გიგაური“.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება