სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აი, ეს არის სიკეთე - ყველაზე ღირსეული ნაბიჯი“ - ქუთაისის N21 საჯარო სკოლა საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო
02-06-2021
-
+


პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ქუთაისის N21 საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა. ყველაფერთან ერთად, ბავშვები მონაწილეობენ საქველმოქმედო აქციებშიც:

ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში, ა(ა)იპ „გვირილას“ საქველმოქმედო აქციის (ორგანიზაცია „გვირილას“ გამგეობის თავმჯდომარე ვლადიმერ ნაკაშიძე გახლავთ) - „გაუფერადე სამყარო“ - ფარგლებში,  განხორციელდა პროექტი - „დავთესოთ სიხარული, დავეხმაროთ გაჭირვებულებს“.

„უამრავ მადლობას ვუხდი ინიციატივისთვის, აქტიური ჩართულობისთვის, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, რომელთაც გაულამაზეს და სიხარული მიანიჭეს გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, მარტოხელა მოხუცებს, ბავშვებს. ნამდვილად მეამაყება, რომ ასეთი მომავალი თაობა გვყავს! აი, ეს არის სიკეთე - ყველაზე დიდსულოვანი და ღირსეული ნაბიჯი“ - ასე გამოეხმაურა ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი, რუსუდან ჭეიშვილი საქველმოქმედო აქციას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება