სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში თამარობა მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
17-05-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში თამარობა მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. მე-10 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი თამარისა და რუსთაველის ეპოქას მიეძღვნა. ასევე, დირექციის ინიციატივით, თამარობის აღსანიშნავად სკოლაში დაიწყო ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერა. მეორეკლასელებმა კი დირექტორი და სასწავლო ნაწილი გვირგვინებით დაასაჩუქრეს.

„14 მაისს, 6 წელია, ტრადიციულად, ღია კარის დღე იმართებოდა სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში. შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გამო, წელს პანდემიის პრევენციის მიზნით, ვეცადეთ, ოდნავ მოკრძალებულად აგვეღნიშნა სკოლაში ეს დღე.

დირექციის ინიციატივით თამარობის აღსანიშნავად სკოლაში დაიწყო ხელთნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერა. ყველა პედაგოგის, წარმატებული მოსწავლეებისა თუ საპატიო სტუმრების მიერ ხელთნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღისთვის დაიგეგმა.

თამარისა და რუსთაველის ეპოქას მიეძღვნა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი X-ბ კლასში სახელწოდებით „ვკითხულობთ რუსთაველს“, რომელშიც მონაწილეობა მოსწავლეებთან ერთად სკოლის დირექტორმა და კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორმა მასწავლებელმა ფაქიზო ფანჩულიძემ მიიღო. გაკვეთილზე მოხდა ამავე კლასის მოსწავლის თამარის ფრესკული ნახატის და XI კლასის მოსწავლეთა (მასწავლებელი: იზოლდა ჯანგავაძე) პრეზენტაცია.

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კლასის საათები მიძღვნილი ამ დღისადმი. II-ა კლასის მოსწავლეებმა გვირგვინები უბოძეს სკოლის დირექტორსა და სკოლის სასწავლო ნაწილს, რომელთაც ეს გვირგვინები სიმბოლურად გადასცეს სკოლაში მომუშავე თამარის სახელის მატარებელ ქალბატონებს. თამარობას მიეძღვნა სკოლის ხელოვნების გაკვეთილებზე შექმნილი მოსწავლეთა ნახატები, რომლის საშულებითაც სკოლის ფოიეში არაჩვეულებრივი სტენდი განთავსდა“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

როგგორ და სად უნდა მიიღოთ პირველკლასელთა რეგისტრაციის უნიკალური კოდი - ინსტრუქცია

 2026 წელს emis-ის უფროსს მოადგილეების რაოდენობა 2-ჯერ გაუზარდეს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება