სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ ახალ, ინოვაციურ და ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო გარემოს ქმნის,“ - „მარტვილის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
08-12-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „მარტვილის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი სოფო გაბისონია, მარტვილის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, საგანმანათლებლო რესურსცენტრი უფროსი მაკა გულორდავა, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს გაჭედილის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ კანკია დაეუფლა.

მისი თქმით, ინტელექტ-შეჯიბრი მოსწავლეებს ცოდნის გამოვლენის შანსს აძლევს:

„ეტალონი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. იგი მოსწავლეებს ჩვენი ცოდნის გამოვლენის შანსს გვაძლევს. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ. ყველას, ვინც ინტელექტ-ჩემპიონატში მიიღო, და ვინც მომავალში ჩაერთვება, წარმატებებს ვუსურვებ.“

მარტვილის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია:

„წლებია, „ეტალონის“ გულშემატკივარი ვარ. როდესაც დაბინძურებულ ქართულ ტელესივრცეში ეს მედიაპროექტი გამოჩნდა, დიდი სიმოვნებით ჩავები, როგორც სახელმწიფო მოხელე. „ეტალონი“ არის გონიერების ზეიმი, ჩემთვის კი ეს მთავარია. დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლე გამარჯვებულია, არც ერთი მათგანი არაა დამარცხებული. ამ პროექტის ყველა მონაწილე ცხოვრებაში დიდ წარმატებებს აღწევს. მე აღრიცხვასაც ვაწარმოებ, - ჩემი რაიონიდან ვინც „ეტალონში“ მონაწილეობდა, ყველა წარმატებული გახდა. პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს ვულოცავ და ვუსურვებ, რომ მართლაც ეტალონი ყოფილიყოს. მე ყოველთვის მხარს დავუჭერ ამ პროექტს.“

მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრი უფროსი მაკა გულორდავა:

„მარტვილის ეტალონის“ ღონისძიება განსაკუთრებული იყო, რადგან წინა წლებთან შედარებით უპრეცედენტოდ ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა. შეჯიბრი საინტერესოდ წარიმართა, ღირსეულმა გაიმარჯვა. ღონისძიების დაწყებამდე ახალი პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა. Izrune.ge ძალიან საინტერესო პროექტია, რადგან მიზნად ისახავს ახალგაზრდების აღზრდა-განათლების საქმეში საზოგადოების მონაწილეობას და მშობელთა ჩართულობას. ჩვენ დღეიდან დავიწყეთ დარეგისტირება, გვირეკავენ მშობლები, მასწავლებლები, ბავშები. „ეტალონი“ ახალ, ინოვაციურ და ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო გარემოს ქმნის.“

გაჭედილის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ლაშხია „მარტვილის ეტალონ მოსწავლეს“ ახასიათებს და ინტელექტ-შეჯიბრის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„მარიამი წარჩინებული მოსწავლეა, „ჩემი პირველი კომპიუტერის“ მფლობელია, მედლის კანდიდატია. მისგან წარმატებას ნამდვილად ველოდით. რაც შეეხება „ეტალონს“, იგი ეროვნული მნიშვნელობის პროექტია. მივესალმები ახალი საგანმანათლებლო პორტალს, Izrune.ge-ს. 

„მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.


ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება