სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მარტვილის ეტალონის“ მონაწილეებს გულშემატკივრები ლექსებით ამხნევებენ
07-12-2017
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-შეჯიბრს ატარებს - დღეს „მარტვილის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება. 

ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაკა გულორდავა, დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს. მასში მარტვილის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

შეჯიბრის დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა 2016-2017 სასწავლო წლის „მარტვილის ეტალონ მოსწავლეს“, მიხეილ კიზირიას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

ამასთან, კერძო სკოლა „სხივს“ „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მიმდინარე ღონისძიებას დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი სოფო გაბისონია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, საგანმანათლებლო რესურსცენტრი უფროსი მაკა გულორდავა, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეებს გულშემატკივრები ლექსებით ამხნევებენ.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „მარტვილის ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 
























კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება