სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლემ, მასწავლებელთან ერთად, Izrune.ge-ს კითხვებს უპასუხა
07-12-2017
-
+


„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, მარტვილს სტუმრობს. დღეს „მარტვილის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი მარტვილის N1 საჯარო სკოლას ეწვია და ახალი, ინოვაციური პროექტის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა. 

შეხვედრას მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაკა გულორდავა, დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

გოჩა ტყეშელაშვილმა მათ Izrune.ge-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საიტის ინსტრუქციაც გადასცა.

პრეზენტაციის შემდეგ, მოსწავლე, მასწავლებელთან ერთად, Izrune.ge-ზე დარეგისტრირდა და კითხვებს უპასუხა.

მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი, ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტი უამრავ სიახლეს სთავაზობს მშობლებს, მოსწავლეებს და საგანმანათლებლო სფეროთი დაინტერესებულ პირებს.

მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა და სკოლის წარმომადგენლებმა პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება