სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დედაენის დღეს ღია გაკვეთილი ილია ჭავჭავაძის მუზეუმში ჩაუტარდათ
15-04-2021
-
+


დედაენის დღეს ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა თამარ ფეიქრიშვილმა ღია გაკვეთილი ჩაატარა. 

პედაგოგმა მარტივი და გასაგები ენით ისაუბრა მშობლიური ენის ძალასა და მნიშვნელობაზე, მისი დაცვისა და მოვლა-პატრონობის აუცილებლობაზე, ბავშვებს შეახსენა გრიგოლ ორბელიანის სიტყვებიც: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!“

ღია გაკვეთილი სხვადასხვა აქტივობით იყო დატვირთული: მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, შემდეგ კი საკუთარი ხელით გამოჭრეს ქართული ასოები და ანბანის ხეზე ჩამოკიდეს.

„მოსწავლეებმა საკუთარი ინტერპრეტაციით ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მიულოცეს ჩვენს ქვეყანას დედაენის დღე.

საინტერესოდ ჩატარებულმა გაკვეთილმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა და ყველა კიდევ ერთხელ დააფიქრა ქართული ენის დიდი მოამაგის ნააზრევზე: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“ - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

ყვარლის N2 საჯარო სკოლა ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო სახლ-მუზეუმს მადლობას უხდის მასპინძლობისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება