სიახლეები
სკოლები

„ენა დედაა ერისა“ - წყალტუბოს N4 სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა
15-04-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დაიწყო კვირეული - „ენა დედაა ერისა“, რომელიც ეძღვნება 14 აპრილს - დედა ენის დაცვის დღეს. მრავალფეროვცან აქტივობებში სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები არიან ჩართულნი.

გთავაზობთ, სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ჩატარებული ღონისძიებებისა და აქტოვობების შესახებ:

„თემატური საათი: „ჩვენ ვსწავლობთ ასომთავრულ ანბანს" -  მოსწავლეებმა დაამზადეს ასომთავრული ანბანის ასოები, დაწერეს საქართველო და თავიანთი სახელები. ბოლოს კი საყვარელი ლექსები წაიკითხეს. ისტორიის მასწავლებელი მაია ქობულია.

ლიტერატურული საათი: „მამული, ენა, სარწმუნოება“ - მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები მათი საყვარელი წიგნებიდან.  

ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია: „ენა დედაა ერისა“ - პირველ კლასში მიეძღვნა, ქართული ენის დღეს, მოსწავლეებს ქართული ენის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა ქართული ენის მასწავლებელმა კლასის ხელმძღვანელმა რუსუდან ლობჟანიძემ. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს სიმღერები დედა ენაზე. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ხათუნა იობაშვილმა.

ჩატარადა როული თამაშები:  მასწავლებელმა და მოსწავლემ როლები გაცვალეს  - მე-10 კლასის მოსწავლემ მარიამ ბენიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, რომელიც  მე-6 კლასის მოსწვალეებს გააცნო.

მარიამმა არა მარტო ესაუბრა ბავშვებს ქართული ენის ისტორიაზე, არამედ პატარა ვიდეორგოლიც  მოამზადა მოსწავლეებისთვის გონებრივი იერიშისა და უკუკავშირისთვის. ვინ იცის, მარიამის სახით მომავალი მასწავლებელი იზრდება, მას ხომ დიდი პასუხისმგებლობა და შინაგანი სითბო აქვს, რომელმაც დღევანდელი შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარება განაპირობა.

მე-5 კლასის ხელმძღვანელი  ქართული ენის  მასწავლებელი ქეთევან სვანიძე ესაუბრა მოსწავლეებს, თუ როდის და რატომ ჩაეყარა საფუძველი 14 აპრილს დედაენის დღის აღნიშვნას. თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ენის სიწმინდის დაცვას და ა.შ. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ორ ჰიმნს მიუძღვნა პრეზენტაცია მე-8 კლასის მოსწავლემ ლიზი გურეშიძემ. ჰიმნის კომპოზიტორები ყველასათვის ნაცნობი და საამაყო პიროვნებები რევაზ ლაღიძე და ჯემალ სეფიაშვილია. ლექსის ავტორები ირაკლი აბაშიძე და ხუტა ბერულავა. მუსიკის მასწავლებელი ხათუნა იობაშვილი.

სიმღერით მოგილოცეს დებმა - პირველკლასელმა თეკლა და მესამე კლასელმა ბარბარე ფანცხავებმა.

ლიტერატურულ - ისტორიული საათი: „ენა დედაა ერისა“: მე-8 კლასის მოსწავლეებმა,  ქართული ენის მასწავლებლის მანანა ჯავახაძის ხელიძღვანელობით წარმოადგინეს ლიტერატურულ - ისტორიული საათი, რომელიც მიეძღვნა 14 აპრილს, ქართული ენის დღეს. მოკლე მიმოხილვა აღნიშნულ თემაზე გააკეთა ქართული ენის მასწავლებელმა მანანა ჯავახაძემ და სკოლის დირექტორმა, ისტორიის მასწავლებელმა მაია ქობულიამ. მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის დღის მნიშვნელობაზე, ენის დაცვაზე, წაიკითხეს ლექსები, ნახეს საინტერესო დოკუმენტური კადრები.

ბოლოს კი შედგა საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც მოამზადა ნია ქობულიამ, ლუკა კოპალიანმა, მარია ჭიჭინაძემ, ფიქრია ვეკუამ, მარიამ ობოლაძემ, მარიამ სილაგაძემ, ანანო გურეშიძემ.

ნახატები და პრეზენტაციები მოამზადეს მე-3 კლასის მოსწავლეებმა : ნია ადეიშვილმა, იოსებ ხარაბაძემ და ელენე ლიპარტელიანმა, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ხატია ჩაკვეტაძემ, ზურა ჯოხაძემ, ეთერ ასლანიკაშვილმა და ზაურ ჯუჭუხიძემ. მე-8 კლასის მოსწავლეებმა ფიქრია ვეკუამ და ანანო გურეშიძემ, მე-9 კლასის მოსწავლემ ნინო კირთაძემ. ხელოვნების მასწავლებელი ინგა გრძელიძე და ისტორიის მასწავლებელი მარინა თუთბერიძე.

უზადო კალიგრაფიის და მაღალი  გემოვნების მხატვრული ნიმუშები შემოგვთავაზა მე-11 კლასის მოსწავლემ მარია ბერიამ.

და ბოლოს, ლიტერატურული კონკურსი „ვინ  უკეთ იცის ქართული ენა“, ჩატარდა სამკითხველო დარბაზში „ცოდნარიუმი“ -  მასში მონაწილეობა მიიღეს მე-5 კლასის მოსწავლეებმა. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენის მასწავლებელი ქეთევან სვანიძე. მოსწავლეებმა არა მარტო კარგი ცოდნა გამოამჟღავნეს, არამედ მოიტანეს თავიანთი საყვარელი წიგნები და წაიკითხეს მათი საყვარელი ციტატები.

„ყველაზე ჭკვიანის“ ტიტული მიიღო საბა თუთბერიძემ. ფინალში გავიდა ელენიკო ცაავაც, მაგრამ საერთო ქულების რაოდენობით გაიმარჯვა საბამ. კარგი შედეგები უჩვენეს ასევე მათე ტყეშელაშვილმა, ვლადიმერ სალუქვაძემ, ლული კიკვიძემ, დაჩი კუხალაშვილმა და სხვებმა.

ვულოცავთ ყველა მონაწილეს და წარმატებებს ვუსურვებთ სწავლაში. გვჯერა მომავალი თაობები გაუფრთხილდებიან ჩვენი ერის საუნჯეს ქართულ ენას!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა:











კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სტუ აღარ გაერთიანდება თსუ-სთან - პრემიერის გადაწყვეტილება

„ჩნდება საერთო ინტერესები, ემოციური ბმა მშობელსა და შვილს შორის, რაც ვფიქრობ, ტექნოლოგიების საუკუნეში ძალიან დიდი მიღწევაა“

„ცვლილება ზიანს აყენებს მასწავლებლის პროფესიის ისედაც მყიფე რეპუტაციას“-მასწავლებელის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამის გაუქმებას ილიაუნი ეხმაურება

„მოსწავლეზე მოძალადე პედაგოგი სკოლაში დატოვეს, მე გამათავისუფლეს“ - N24 სკოლის ყოფილი დირექტორი, გიორგი კაკაბაძე საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება

სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება