სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

შარშანდელი „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის'' დამრიგებელმა სიამაყის ცრემლები ვერ შეიკავა
30-11-2017
-
+


„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლას ესტუმრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ჩოხატაურის ეტალონ მოსწავლეს“, გივი მდინარაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა. 

ამასთან, ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

ღონისძიებას ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა, მერის მოადგილე მინდია ჟღერია, რესურცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე, სკოლის დირექტორი, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან. 

გივი მდინარაძემ სკოლას, ოჯახს, რესურსცენტრს, მერიას და „ეტალონს“ მადლობა გადაუხადა:

„ეტალონში“ დიდი გამოცდილება მივიღე. ეს პროექტი ჩემთვის ძალიან მამოტივირებელი აღმოჩნდა.“ 

ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ გივის წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ჩოხატაურის N1 სკოლას მის ცხოვრებაში დიდი როლი აქვს, რადგან სწორედ ეს სკოლა აქვს დამთავრებული. 

გივი მდინარაძის დამრიგებელმა კი სიამაყის ცრემლები ვერ შეიკავა:

„გივი ზრდილობიანი, ნიჭიერი, საოცარი ბუნების ბიჭია. არ ვიცი მისი წასვლის შემდეგ რა მეშველება.“

ღონისძიებაზე ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში ახალი ინოვაციური პროექტის Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. 

ღონისძიების დასასრულს, გოჩა ტყეშელაშვილსა და ინტელექტ-შეჯიბრის შემოქმედებით ჯგუფს სკოლა ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდა. შეხვედრის ბოლოს, „ეტალონის“ ტორტიც დაიჭრა. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

პიროვნება
სკოლები

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

„​პატარა ხელებით დიდი საქმე გააკეთეს - მიწას ნერგები აჩუქეს, სამყაროს კი - კიდევ უფრო მეტი სიყვარული“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება