| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის მუნიციპალიტეტის, ციხიის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ბავშვებიც ჩართულები არიან სხვადახვა სასკოლო აქტივობაში და არც ისეთი მნიშვნელოვანი თარიღები ავიწყდებათ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ციხიის საჯარო სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირები მოსწავლეები და მასწავლებლები იყვნენ. ეს კი, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ციხიის საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და მშობლიური ენა.
ციხიის სკოლაში ჩატარებული ღონისძიებები ენის სიწმინდის დაცვასა და ქართულ ანბანს ეძღვნებოდა. განსაკუთრებით საინტერესო და აზარტული იყო მოსწავლე-მასწავლებლებს შორის კონკურსი - „ვინ უკეთ უფრთხილდება და იცავს სახელმწიფო ენის ნორმებს და სიწმინდეს?!“
უდავოდ, სასიამოვნო და ლამაზი სანახაობა იყო მოწაფეთა მიერ ქართული ანბანის სიტყვით შემკობა - „ლექსთა გრძელთა თქმა“!
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის, ციხიის საჯარო სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი გილოცავთ ქართული ენის დღეს! 2021 წლის 14 აპრილი ციხიის საჯარო სკოლის ისტორიის ფურცლებზე ერთ-ერთ ლამაზ და ღირსსახსოვარ დღედ ჩაიწერა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა