| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ურთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ჯეგეთას“ წევრებმა 7 აპრილს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩაატარეს სემინარი, თემაზე - „ცხოვრება კოვიდთან ერთად“.
ეკოკლუბის ლიდერმა იკა ბოხუამ და წევრმა ცირა ახალაიამ ისაუბრეს კოვიდ-19-ის გავრცელებისა და რეგულაციების შესახებ. განიხილეს ის აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს კოვიდისგან თავის დაცვას. ეკოკლუბელებმა წინა აქტივობებში დაამზადეს მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები, სარეკომენდაციო ბუკლეტები და მოუწოდეს ყველას, დავიცვათ რეგულაციები.
სკოლაში მოწყობილია დეზობარიერები, ყველა მოსწავლე ატარებს პირბადეს და უტარდებათ თერმოსკრინინგი.
აღინიშნა, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად, ხშირად დავიბანოთ ხელები და დავიცვათ დისტანცია. ეკოკლუბ „ჯეგეთას“ წევრებმა სკოლის საზოგადოებას მოუწოდეს ვირუსის წინააღმდეგ მიღებული ზომების დაცვისკენ.
აქტივობა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში განხორციელდა და მდგადი განვითარების ორი მიზნის ერთობლიობას N3 და N17 მიზნებს ეფუძნებოდა. ეკოკლუბი „ჯეგეთა“ აქტიურად განაგრძობს მომავალში აქტივობების განხორციელებას.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა