სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

კერძო სკოლა „ანაბასისი“ ეტალონს სკოლის ჰიმნით დახვდა
28-11-2017
-
+


„ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად კერძო სკოლა „ანაბასისს“ ესტუმრა.

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ზესტაფონის ეტალონ მოსწავლეს“, ლუკა სამხარაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა. 

ამასთან, „ანაბასისის“ სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

სკოლის დირექტორმა ქეთევან ედიბერიძემ აღნიშნა, რომ მოსწავლეები ლიტვის ქალაქ ტაურაგეში „ვერსმეს“ გიმნაზიაში მიემგზავრებიან. „ვერსმეს“ გიმნაზია „ანაბასის“ სკოლასთან არის დამეგობრებული და მათი მოსწავლეები უკვე იმყოფებოდნენ ზესტაფონში სტუმრად. 

სპეციალურ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელსაც ზესტაფონის რესურსცენტრის უფროსი თორნიკე კახნიაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების საკითხებში მთავარი სპეციალისტი თამარ ლურსმანაშვილი, სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ სკოლის მომღერალთა გუნდმა შეასრულა სკოლის ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორიც დაწყებითი კლასების პედაგოგი ლეილა გიორგაძეა. 

ღონისძიებაზე სკოლის დირექტორმა ქეთევან ედიბერიძემ კითხვა დასვა, თუ ვინ იყო თანამედროვე გმირი. შეკრებილმა აუდიტორიამ, ყველამ ერთხმად გოჩა ტყეშელაშვილი უპასუხა, რადგან თავისი საქმით მამულიშვილურ, საქვეყნო საქეს აკეთებსო. 

მათ ახალი ინოვაციური პროექტის Izrune.ge-ს მიმართ აღფრთოვანება გამოხატეს და აღნიშნეს, რომ შვილის აღზრდა-განათლებაში მშობლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. „ანაბასისის“ სკოლაში პროექტს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს. 

2016-2017 სასწავლო წლის „ზესტაფონის ეტალონმა მოსწავლე“ ლუკა სამხარაძემ კი Izrune.ge-ს ტესტი შეავსო. 
 

ღონისძიების დასასრულს, გოჩა ტყეშელაშვილსა და ინტელექტ-შეჯიბრის შემოქმედებით ჯგუფს სკოლა ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდა.

შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება