სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა
28-11-2017
-
+


„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტს სტუმრობს. დღეს „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორმა ზესტაფონის მერიაში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა. 

პრეზენტაციამდე გოჩა ტყეშელაშვილმა ზესტაფონის ახალარჩეულ მერს, კახაბერ მახათაძეს, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად ახალი, ინოვაციური პროექტი Izrune.ge გააცნო.

მერიაში სტურმობის შემდეგ „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტს ეწვია და Izrune.ge-ს მორიგი პრეზენტაცია რესურსცენტში გაიმართა. პრეზენტაციას რესურსცენტრის უფროსი თორნიკე კახნიაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების საკითხებში მთავარი სპეციალისტი თამარ ლურსმანაშვილი და რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ნათია რობაქიძე ესწრებოდნენ. 

გოჩა ტყეშელაშვილმა რესურსცენტრის უფროსი თორნიკე კახნიაშვილი Izrune.ge-ზე დაარეგისტრირა და საიტის ინსტრუქცია გადასცა. 

მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი, ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტი უამრავ სიახლეს სთავაზობს მშობლებს, მოსწავლეებს და საგანმანათლებლო სფეროთი დაინტერესებულ პირებს.

ზესტაფონის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, საგანმანათლებლო რესურსენტრის უფროსმა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების საკითხებში მთავარმა სპეციალისტმა და რესურსცენტრის მთავარმა სპეციალისტმა პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება