სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სიახლე მასწავლებლებისთვის: 6 ახალი ფუნქცია, რომლებიც ელექტრონულ ჟურნალს დაემატა
07-04-2021
-
+


ელექტრონულ ჟურნალს 6 ახალი ფუნქცია დაემატა. სიახლეები შეეხო დავალებების გვერდს, მობილურ აპლიკაციაში ავტორიზაციას, ელ. ჟურნალის მონიტორინგს, მოსწავლეებისთვის ჩათვლის დაწერის ვადებს, საშვის გამოწერას და მანდატურის მიერ დაწერილ ოქმებზე რეაგირებას.

იხილეთ დეტალურად, რა სიახლეები შევიდა ელექტრონულ ჟურნალში:

1. დავალების გვერდი - დავალებების მოდულის განახლებულ ვერსიაში გაჩნდა პედაგოგის და მოსწავლის ინტერაქტიული მუშაობის შესაძლებლობა. განახლების შემდეგ მოსწავლეებს აქვთ მასწავლებლის მიერ შექმნილ და მათთან გადაგზავნილ დავალებაზე პასუხის დაბრუნების საშუალება. თავის მხრივ პედაგოგსაც შეუძლია მიღებული დავალების/დავალებების მოდულიდანვე შეფასება ან საჭიროებისამებრ შესაბამისი კომენტარით მისი (დავალების) მოსწავლისთვის უკან დაბრუნება რედაქტირების მიზნით.

დავალებების მოდულში გაჩნდა ახალი სვეტი „შემოსული დავალებები“, ხოლო აღნიშნული სვეტის ქვევით, თითოეული დავალების გასწვრივ, შესაბამისი ღილაკი მათ დასათვალიერებლად.

დავალების უკან გადაგზავნის შემდეგ, მოსწავლის მხრიდან მის ხელახლა დაბრუნებამდე სისტემა მას (დავალებას) მიანიჭებს სტატუსს „უკან დაბრუნებული“.

გამოგზავნილი დავალების მოდულიდანვე შეფასების შემთხვევაში, დაწერილი ქულა პედაგოგს გამოუჩნდება „ჟურნალის“ მოდულშიც. შეფასება გამოჩნდება იმ რიცხვში/გაკვეთილზე, რომელიც მასწავლებელმა მიუთითა აღნიშნული დავალების შექმნის დროს.

2. მანდატურის მიერ დაწერილ ოქმებზე რეაგირება - „დარღვევების“ განახლებულ მოდულში, დირექტორს საშუალება ეძლევა დარღვევის ოქმში მონაწილე რამდენიმე მოსწავლეზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალ-ცალკე ატვირთოს რეაგირების დოკუმენტი/ფაილი. რეაგირების ასატვირთად, მანდატურის მიერ დარეგისტრირებული კონკრეტული დარღვევის ოქმში შესვლის შემდეგ, ეკრანის ქვედა ნაწილში გამოჩნდება დარღვევაში მონაწილე ყველა მოსწავლე. თითოეული მათგანის გასწვრივ იქნება შესაბამისი რეაგირების ასატვირთი ღილაკი. მანდატურისთვის პლატფორმაზე აისახება იმდენი „მიმაგრებული“ რეაგირება, რამდენსაც გამოსცემს დირექტორი. ხოლო მშობელს მისდის მხოლოდ ის რეაგირება, რომელიც დაწერილია მის შვილზე

3. ჩათვლა - იმ საგნებში, სადაც მოსწავლის სემესტრული შეფასება უნდა იყოს ჩაეთვალა / არ ჩაეთვალა. 2021-2022 სასწავლო წლის ბოლოს მასწავლებლები შეძლებენ საბოლოო შეფასების ელ. ჟურნალში ასახვას (დეტალურ ინსტრუქციას სკოლები მიიღებენ სემესტრის დასრულებამდე).

4. მობილურ აპლიკაციაში ავტორიზაცია - ელექტრონული ჟურნალის მობილურ აპლიკაციებში პაროლის დამახსოვრება შესაძლებელია, ასევე PIN CODE, FINGER PRINT, FACE ID-ით ავტორიზაციის გავლა.

5. ელ. ჟურნალის მონიტორინგის ფუნქციონალი სისტემა - eSchool--ში „ადმინისტრატორი მართვა“ როლის მქონე მოხმარებელმა სკოლის კონკრეტულ თანამშრომლის/მასწავლებლის გვერდზე „დამატებითი უფლებების“ ღილაკზე დაჭერით გაუაქტიუროს „ელ. ჟურნალის ადმინისტრირება“ აღნიშნულ ფუნქცია თანამშრომელს საშუალებას მისცემს წვდომა ჰქონდეს სკოლის ყველა კლასის მონაცემებზე.

6. საშვის გამოწერა - საშვის გამოწერის ფუნქცია გაუაქტიურდა სკოლის დირექტორს, მის მოადგილეს და დამრიგებელს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება