სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„როგორ გამოვიდე ინიციატივით, თუ ვერ ჩააბარებენ, კიდევ გავუგრძელოთ ვადები!“ - მაია კობახიძე მასწავლებლების გამოცდაზე
06-04-2021
-
+


მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია დასრულდა და არსებული ინფორმაციით, 28 700-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის ყოფილი პრაქტიკოსები, ახლა უკვე უსტატუსოები, რომლებიც დროებითი ხელშეკრულებების საფუძველზე არიან სკოლებში დასაქმებულები და თუ ისინი გამოცდას ვერ ჩააბარებენ, დამსაქმებელი უფლებამოსილია, ეს ხელშეკრულება შეწყვიტოს.

Etaloni.ge პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელს მიმართა კითხვით - გასული წლის გათვალისწინებით, ხომ არ იგეგმება გარკვეული შეღავათები ამ პედაგოგებისთვის მაშინ, როდესაც კოვიდ-პანდემიაა და ქვეყანა მესამე ლოქდაუნის საფრთხის წინაშე დგას?

- გამოცდების გადავადების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ! შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობამ დაგვანახა, რომ მათ ზაფხულში შეძლეს ეროვნული გამოცდების ჩატარება აბიტურიენტებისთვის ზაფხულში, რაც ნიშნავს - ამის პოტენციალი არის.  ახლა კი თქმა - ზედმეტი დატვირთვა მივიღეთ, ეროვნულ გამოცდებს ვატარებთ და პედაგოგებისას გადავავადებთო -  ჩემთვის მიუღებელია. მასწავლებლების გამოცდები უნდა ჩატარდეს, რადგან პროფესიული მომავალი სწორედ გამოცდებზეა დამოკიდებული.

- და თუ უსტატუსო მასწავლებლები ვერ ჩააბარებენ გამოცდას, სკოლებმა ვაკანსიები უნდა გამოაცხადონ?

- ვწუხვარ, ისეთი განმარტება უნდა გავაკეთო ყველა ჩემი კოლეგის წინაშე, ვინც ამ საფრთხის ქვეშ დგას - რამდენჯერმე შეიცვალა გამოცდების ვადები, რამდენჯერმე მოხდა შეღავათების დაწესება და ამისთვის მადლობას ვუხდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს; 2014 წელს მასწავლებელს უნდა დაეტოვებინა პროფესია, თუ მას არ ჰქონდა ჩაბარებული 2 გამოცდა, მაგრამ სქემა  შეიცვალა და განისაზღვრა ახალი ვადები, 2015 წლის სექტემბრიდან დაწესდა ახალი მოთხოვნები... მე-11 წელია მასწავლებლებმა იციან - უნდა ჩააბარონ ორი გამოცდა და ახლა მითხარით - როგორ გამოვიდე ინიციატივით, თუ ვერ ჩააბარებენ კიდევ გავუგრძელოთ ვადები! - პრაქტიკულად, აღარ დამრჩა არგუმენტი, რის საფუძველზეც შემიძლია ეს მოთხოვნა დავაყენო.

შარშან პედაგოგების ნაწილმა გამოცდაზე რეგისტრაცია ვერ გაიარა, არადა კანონი ამას მკაცრად არეგულირებდა და სკოლას შეეძლო მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

- ახლაც ასეა კანონით?

- აუცილებლად უნდა დაიცვან ვადები - გამოცდაზე რეგისტრაცია თუ ვერ გაიარეს, ზაფხულში ამ მასწავლებლებთან შეწყდება შრომითი ხელშეკრულება ისევე, როგორც მათთან, ვინც ვერ გადალახავს ბარიერს. თუმცა, უსტატუსო მასწავლებლებისთვის 1-4 კრედიტის მიღების შესაძლებლობა კვლავ ძალაში რჩება და თვითონ განსაზღვრონ, რამდენად საკმარისია ეს 1-4 კრედიტი - ფაქტია, ისინი გამოცდაზე კვლავ ძველი რეგულაციებით სარგებლობენ.

ეს იყო უდიდესი შეღავათი და მხარდაჭერა, რათა არ მომხდარიყო მათი სისტემიდან გასვლა, რაც მასწავლებლის სახლმა გარდამავალ დებულებაში შეიტანა.

ასევე აღსანიშნავია - თუ მასწავლებელი უკვე გათავისუფლებულია და შეძლებს ამ ზაფხულს გამოცდის ჩაბარებას, სისტემაში შემოდის უფროსი მასწავლებლის სტატუსით, ოღონდ აქ იგულისხმება არა ბარიერის გადალახვა, არამედ ის, რომ - გათავისუფლებულ პედაგოგს უნარჩუნდება ადრე მოპოვებული კრედიტქულები, რაზე დაშენებითაც შეძლებენ 19 კრედიტამდე შევსებას; ასე უფროსის სტატუსით შებრუნდებიან, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, სკოლაში. ესეც მგონია, წარმოუდგენლად დიდი მხარდაჭერაა მასწავლებლებისთვის და გამომდინარე აქედან, ახალი ინიციატივის დაყენება - გამოცდების გადავადების ან ახალ-ახალი შეღავათების დაწესების თაობაზე - უკვე საფუძველსმოკლებულია.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

ვინ არის ვახტანგ ცაგარელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

ახალი უმაღლესი შეიქმნება - „სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ“

მასწავლებლებისთვის საფეხურების მიხედვით საგნის დადასტურება სავალდებულო აღარ არის 

სპეცმასწავლებლის მომზადებისა და  სპეციალური განათლების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განახლებისთვის საჯარო განხილვა დაიწყო

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება