სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით წალენჯიხის N2 სკოლის გამორჩეული პედაგოგი ნანა ჯაბურია
31-03-2021
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა საზოგადოებას გეოგრაფიის წარმატებულ მასწავლებელს, ნანა ჯაბურიას აცნობს.

 სკოლის ინფორმაციით, პედაგოგი „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, კონფერენციაში მონაწილეობდა. მან კონფერენციის მონაწილეების სიტყვით მიმართა და თემა „ჩრდილოეთ ამერიკის პრერიები“ წარადგინა.

გარდა ამისა, ნანა ჯაბურიამ კოლეგებს კომპლექსური დავალების გამოყენებისა და განხორციელების გზები გააცნო.

„ჯაბურია წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის  ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგია, რომლის საგაკვეთილო პროცესი ერთგვარი დღესასწაულია მოსწავლეებისთვის, რადგან ის ცდილობს, ცოდნის მიღებასთან ერთად, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ სწორი ხედვა, ჯანსაღი, შემოქმედებითი აზროვნება, რათა მოსწავლეებმა სკოლაში მიღებული ცოდნის ტრანსფერი მოახდინონ ცხოვრებაში.

წარმოგიდგენთ  განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, აქტივობების მცირე ჩამონათვალს, რომელიც პედაგოგ ნანა ჯაბურიასა და მოსწავლეების თანამშრომლობის,  შემოქმედებითობის მაგალითია: კონკურსი გეოგრაფიაში „geoking“; ინტერაქტიული სახალისო თამაში გეოგრაფიაში; პროექტი გეოგრაფიაში „ტურისტის დღიური“; პროექტი გეოგრაფიაში „მოვიარე საქართველო“; გეო ვიქტორინა; ინტერაქტიული სახალისო თამაში გეოგრაფიაში „საქართველოს რეგიონები“; პროექტი გეოგრაფიაში „21-ე საუკუნის იტაიპუ“; პროექტი გეოგრაფიაში „მოგზაურის დღიური“; პრეზენტაცია - იაპონიის ფუკუშიმას ატომურ რეაქტორზე - პრეზენტატორი ლევანი ფიფია; „მოგზაურობა დაკარგულ გზებზე“; ინტერაქტიული სახალისო თამაში „გეოგრაფიული გარსი.

N2 საჯარო სკოლა მრავალი აქტივობით, ღონისძიებით გამორჩეული სკოლა რომ არის ამის შესახებ არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სკოლის პედაგოგების დამსახურებაა, მოსწავლეების წარმატებული სასკოლო ცხოვრება.

საგაკვეთილო პროცესი, გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები, რესურსები, აქტივობები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, უნარს, უღვივებს ინტერესს უფრო მეტი ცოდნით, გამოცდილებით აღიჭურვონ“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.         

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

2026 წლის სექტემბრიდან მასწავლებელს, რომელსაც საგანში კომპეტენცია დადასტურებული არ ექნება, საგაკვეთილო საათები ძველი წესით აუნაზღაურდება

საბავშვო ბაღის პერსონალი შეიძლება კლასტერებად დაიყოს - ახალი სტანდარტის დეტალები

ვისთვის სრულდება რეგისტრაცია 25 აპრილს - NAEC შეგახსენებთ

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - 23-24 აპრილის ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიებას ჰქონდა როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო სახე

ღონისძიების მიზანი იყო, მოსწავლეებში ქართული ენის სიყვარულის გაღვივება
 
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება