სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვისთვის არის პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი და რა დოკუმენტებია საჭირო
16-04-2026
-
+


24 აპრილს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი იწყება. გასათვალისწინებელია, რომ მშობელმა უნდა მიმართოს სკოლას, წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც სკოლა თავად დაარეგისტრირებს ბავშვს.

აღსანიშნავია, რომ 24 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით სკოლაში რეგისტრირდებიან ბავშვები რომელთა:

  • და-ძმა სწავლობს აღნიშნულ საჯარო სკოლაში;
  • მშობელი/მეურვე/მზრუნველი არის აღნიშნული საჯარო სკოლის თანამშრომელი;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რა დოკუმენტაცია არის საჭირო ბავშვის პირველ კლასში ჩასარიცხად საჯარო სკოლაში წარსადგენად?

საჯარო სკოლაში დარეგისტრირებული ბავშვის პირველ კლასში ჩასარიცხად, ბავშვის კანონიერმა წარმომადგენლმა სკოლაში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. 

კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

სად უნდა ნახოთ ინფორმაცია საჯარო და კერძო სკოლების შესახებ - პედაგოგებისა და მოსწავლეების რაოდენობა, ვაკანტური ადგილები, შინაგანაწესი და სხვა დეტალები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება