სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ისე უნდა მოიქცე, შენი გვარი არასოდეს შეარცხვინო...“ - ეტალონის პროექტების ავტორი ეტალონ მასწავლებელზე გვიამბობს
20-04-2026
-
+


როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი? - ამ კითხვას ერთგვაროვანი პასუხი არ გააჩნია, თუმცა ფაქტია, რომ კარგი პედაგოგი გაკვეთილის დასრულების შემდეგაც ბავშვის ფიქრებში რჩება, მის შიშს გამბედაობად აქცევს და მისი ერთი თბილი გამოხედვაც საკმარისია, რომ საკუთარი თავის ირწმუნო.

კარგი მასწავლებელი მხოლოდ ფორმულებსა და თარიღებს არ გასწავლის, ის გიკვალავს გზას ცხოვრების ლაბირინთებში, გინერგავს ღირებულებებს და გიჩვენებს, რომ სამყარო იმაზე დიდია, ვიდრე შენი პატარა მერხიდან შეიძლება ჩანდეს. 

ჭეშმარიტი მასწავლებელი სხვის ბავშვებს საკუთარი შვილებივით უფრთხილდება და მათ წარმატებას საკუთარ გამარჯვებად აღიქვამს; გვასწავლის არა მხოლოდ იმას, თუ როგორ გავხდეთ პროფესიონალები, არამედ იმასაც, თუ როგორ დავრჩეთ ადამიანებად ნებისმიერ ვითარებაში. 

„ეტალონის“ პროექტების ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი, სოციალურ ქსელში სწორედ ასეთ ეტალონ მასწავლებელზე, ჯუანშერ ჯურხაძეზე გვიამბობს, რომელიც კომაროვის სკოლაში ისტორიას ასწავლიდა და რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა ეროვნულ ღირებულებებზე... სწორედ იმ ეროვნულ ღირებულებებზე, რომელზეც საზოგადოება ახლაღა ალაპარაკდა.

გოჩა ტყეშელაშვილის ფეისბუქ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

არეულ-დარეული აზრებით მივყვებოდი ჯუანშერ ჯურხაძეს გვერდით...
ვერ ვხვდებოდი, აქ რატომ მომიყვანა... ამ კაცის მიმართ ყოველთვის მოკრძალებას ვგრძნობდი... მაგრამ, ახლა ვერაფრით ვიაზრებდი, გაკვეთილების მერე მასწავლებელმა მოსწავლე რესტორანში რატომ წამომიყვანა...
შორეულ მაგიდასთან ჩამოვსხედით... მიმტანი, ოფიციანტს რომ ეძახიან, მკვირცხლი ულვაშებიანი იმერელი აღმოჩნდა:
- ორნი ვიქნებით... ერთი ბოთლი ღვინო და მსუბუქად წასახემსებელი რამ მოგვიტანე, - მიმტანმა ჩემზე მზერით ანიშნა...
- ეს კაცია უკვე... ერთ ჭიქა ღვინოს ეგეც დალევს... კაცური სალაპარაკო გვაქვს-ო, - წარმოთქვა.
მე დავიძაბე...
იმ დროს 16 წლის გახლდით: თამამიც ვიყავი და ზოგჯერ თავზეხელაღებულიც... ძალიან კარგად ვსწავლობდი, თუმცა ყოფა-ქცევას ხშირად მიწუნებდნენ... მილიციაშიც ამიყვანეს აღრიცხვაზე... ჩემი საქციელ(ებ)ით გაწამებული დედაჩემის სიტყვები დღემდე ჩამესმის ყურში: შენ გეყოლოს შენნაირი ბიჭიო... და სიყვარულით წამითაქებდა ხოლმე... დედა მკაცრი ქართლელი იყო: გვარად ძერყორაშვილი... პედაგოგი...
სკოლიდან-სკოლაში გადასვლის შემდეგ, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში აღმოვჩნდი.
საქართველოს ისტორიას ჯუანშერ ჯურხაძე გვასწავლიდა, ჩემი თაობის კომაროველებს კარგად გემახსოვრებათ:

გამორჩეული გარეგნობის უმშვენიერესი ქართული სახის ნაკვთებით და გაშლილი მხრებით, დარბაისლური სიარული იცოდა... უდიდესი ძალის პატრონი იყო, - მაშინდელ საბჭოთა 5 კაპიკიანს თითებით ღუნავდა... და რაც მთავარია ღირსებით სავსე კაცი!!! ...კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენაშიც“ ჰყავთ გადაღებული...პირველად ვიყავი რესტორანში... ჯუანშერმა ჭიქები შეავსო: პირველად ღმერთი ადიდა, მომიჭახუნა და მოსვა... მეც მოვსვი... მერე სამშობლო ახსენა... და მესამედ გვარებზე შეჩერდა:
- გოჩა, ბიჭო... მეც გატყობ და დედაშენმაც მითხრა... ზოგჯერ მთლად აზრიანად ვერ იქცევაო... ასაკი გაქვს ახლა ისეთი, ბევრი რამ კარგად უნდა გაიაზრო... კარგი ბიჭი ხარ და მინდა. გაგესაუბრო... თუ ჩემს ქმედებას მიხვდები და ნასაუბრებსაც გაიაზრებ, - მთელი ცხოვრება მადლობელი დაგრჩები... 
ხმადაბლა და დამაჯერებლად მესაუბრებოდა... იმავდროულად ხაზის რადიოდან სიმღერა ისმოდა: „კარგი იყო არ გამეცან თავიდან... შუა ზღვაში გადამაგდ-ე-ეე...“
- კაცდები უკვე და ისე უნდა მოიქცე, შენი გვარი არასოდეს შეარცხვინო... ისე უნდა იცხოვრო, - შენი გვარი არავის შეაგინებინო... და თუ იმას შეძლებ, რომ გარდაცვალების შემდგომ შენივე გვარით სიკეთით მოგიგონონ ხოლმე, შენივე გვარში კი შენით იამაყონ... ე. ი. ტყუილად არ გიცხოვრია...


- ჩვენს გვარებს გაუმარჯოს-ო !!! - მომიჭახუნა და ის მესამე ჭიქა ბოლომდე დაცალა... წამოვდექით და წამოვედით.
ხელის ჩამორთმევით გამომემშვიდობა: აბა შენ იციო, მითხრა და წავიდა... ძალიან შთამბეჭდავი იყო!!!
მას შემდეგ სულ ვცდილობ გვარი არ შევარცხვინო და თუ ცხოვრებაში ვინმე სიკეთეს გამიკეთებს, გვარითვე დავიმახსოვრო...
- ჩვენს გვარებს და გვარიშვილობას გაუმარჯოს !!!
გაუმარჯოთ: ტყეშელაშვილებს, ძერყორაშვილებს, ჯურხაძეებს, ჭკადუებს, გეგელაშვილებს, კახიანებს, მაჩაბერიძეებს, ღოღობერიძეებს, იოსავებს, ჭავჭავაძეებს, წერეთლებს, ყიფიანებს და ა. შ... და ა. შ.


..და რაც მთავარია, შიოლაშვილებს გაუმარჯოს !!!
დანარჩენი თქვენ დაამატეთ !!!
P. S. ამაყობთ გვარით ე. ი. ამაყობთ ერით !!!
უწმინდეს ილია II-ს დავპირდი, - თაობებს და ერს აზროვნებისკენ ვუბიძგებ-მეთქი !!!
ვაზროვნებთ უწმინდესო ე. ი. გვიყვარხარ უწმინდესო!!! 

ფეისბუქ-პოსტი იხილეთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„ისე უნდა მოიქცე, შენი გვარი არასოდეს შეარცხვინო...“ - ეტალონის პროექტების ავტორი ეტალონ მასწავლებელზე გვიამბობს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეები დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო და შემოქმედებითი კონკურსს შეუერთდნენ

​ის ჟიურის წევრების წინაშე ღირსეულად წარსდგა და განსაკუთრებული ოსტატობითა და ემოციურობით წაიკითხა ანა კალანდაძის ლექსი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება