სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

10-დან 9 მასწავლებელი ნერვული აშლილობის ზღვარზეა - რა პრობლემებზეა საუბარი კვლევაში, რომელიც ავსტრალიურმა უნივერსიტეტმა ჩაატარა
20-04-2026
-
+


სიდნეიში, ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, 10-დან 9 ავსტრალიელი მასწავლებელი ძლიერ სტრესს განიცდის, თითქმის 70% კი თვლის, რომ მათი სამუშაო დატვირთვა ძალიან დიდია.

ავსტრალიაში მასწავლებლები მძიმე სტრესსა და გადაღლას განიცდიან გადაჭარბებული სამუშაო დატვირთვის გამო, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები კი ეროვნულ ნორმებს გაცილებით აღემატება.

ეს კრიზისი მასწავლებლების დეფიციტს ამწვავებს და მოსწავლეთა მოსწრებაზე ახდენს გავლენას.

ეს არის პირველი კვლევა, რომელიც ავსტრალიელ მასწავლებლებში დეპრესიის, შფოთვისა და სტრესის მაჩვენებლებს იკვლევს და აღმოჩნდა, რომ ისინი ამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით  იტანჯებიან სამჯერ უფრო ხშირად, ვიდრე საშუალოდ ქვეყანაში. 

ჟურნალ „განათლების სოციალური ფსიქოლოგიაში“ გამოქვეყნებულმა კვლევამ, სახელწოდებით „მასწავლებელთა დატვირთვა, სამსახურის შეცვლის სურვილი და ფსიქიკური ჯანმრთელობა“, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწყებითი და საშუალო სკოლის, დაახლოებით, 5000 მასწავლებელი მოიცვა. 

მასწავლებლების 90%-მა აღნიშნა, რომ აღენიშნება სტრესის საშუალო ან უკიდურესად მაღალი დონე, ორ მესამედზე მეტს კი აწუხებს დეპრესიისა და შფოთვის საშუალო ან მძიმე სიმპტომები.

„შედეგები მიუთითებს, რომ მასწავლებლებს ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები უფრო ხშირად აღენიშნებათ, ვიდრე ზოგადად მოსახლეობაშია გავრცელებული და რომ ეს სიმპტომები მჭიდრო კავშირშია მათ სამუშაო დატვირთვასთან და პროფესიის დატოვების განზრახვასთან“, - აღნიშნავს წამყვანი მკვლევარი, ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის ფაკულტეტის დოქტორი ჰელენა გრანზიერა

რა არის მასწავლებელთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზები?

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სამუშაო დატვირთვა წარმოადგენს საკვანძო ფაქტორს, რაც მასწავლებლის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. მასწავლებლები, რომლებიც საკუთარ სამუშაო დატვირთვას დაუძლევლად მიიჩნევდნენ, უფრო ხშირად განიცდიდნენ დეპრესიის სიმპტომებს, რაც, თავის მხრივ, მჭიდროდ იყო დაკავშირებული მათ განზრახვასთან მიეტოვებინათ პროფეისია. აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა 68,8 % აღწერდა საკუთარ სამუშაო დატვირთვას, დიდწილად ამ სრულიად დაუძლეველს

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“,- ხაზგასმით აღნიშნავს დოქტორი გრანზიერა და დასძენეს, რომ ადმინისტრაციული მოვალეობები, ნორმების დაცვა, მონაცემთა შეგროვება მასწავლებელს ართმევს დროს, რომელიც შეიძლებოდა გაკვეთილის დაგეგმვასა და მოსწავლეთა ჩართულობას მოხმარებოდა. სწორედ ეს იწვევს პროფესიით გადაწვასა და იმედგაცრუებას.

გავლენა განათლებაზე

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, მაშინ როდესაც ავსტრალიაში მასწავლებლების მწვავე დეფიციტია. ქვეყნის სწავლებისა და სკოლის ლიდერობის ინსტიტუტის ბოლო მონაცემებით, მასწავლებლების 30%-მდე პროფესიის დატოვებას საპენსიო ასაკის მიღწევამდე განიხილავს. ნაშრომში წარმოდგენილი დასკვნები საკითხს მეტ აქტუალობას სძენს, რადგან აჩვენებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს სამსახურიდან წასვლის სურვილზე.

კვლევითი ჯგუფი მასწავლებლების კეთილდღეობის მხარდასაჭერად, მთავრობას მოუწოდებს რეფორმებისკენ, მასწავლებლის სამუშაო დატვირთვის შესამცირებლად და ადმინისტრაციული პროცესების გასამარტივებლად, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერ პროგრამებში ინვესტირებისკენ,  რომლებიც სპეციალურად პედაგოგებისთვის იქნება განკუთვნილი და ა.შ. 

კვლევა 2022 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მაისამდე მიმდინარეობდა, მონაწილეები კი ვებსაიტისა და სოციალური მედიის მეშვეობით შეირჩნენ. 

კვლევის ხელმძღვანელის თემით, მასწავლებლის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები დაკავშირებულია მოსწავლეთა დაბალ მოსწრებასთან, სწავლის ხარისხის დაქვეითებასთან და მოსწავლეთა კეთილდღეობის დაქვეითებასთან.

„მასწავლებლების ფსიქიკური ჯანმრთელობა მჭიდრო კავშირშია მოსწავლეთა შედეგებთან, როგორც მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის, ასევე აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით“, - ამბობს დოქტორი გრანზიერა.

ცხადია, მასწავლებლების კეთილდღეობის გაუმჯობესება პრიორიტეტი უნდა იყოს არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის, არამედ მთლიანად განათლების სისტემისთვის.

წყარო: University of New South Wales


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„ისე უნდა მოიქცე, შენი გვარი არასოდეს შეარცხვინო...“ - ეტალონის პროექტების ავტორი ეტალონ მასწავლებელზე გვიამბობს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეები დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო და შემოქმედებითი კონკურსს შეუერთდნენ

​ის ჟიურის წევრების წინაშე ღირსეულად წარსდგა და განსაკუთრებული ოსტატობითა და ემოციურობით წაიკითხა ანა კალანდაძის ლექსი

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება