სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, პიროვნება, ინტერვიუ

„ცვლილებები მოგვცემს საშუალებას, ბავშვები სრულად გადაერთონ სწავლაზე“ - ლიკა სანებლიძე, ქუთაისის N20 საჯარო სკოლის დირექტორი
18-03-2026
-
+


ზოგადი განათლების კონცეფცია სკოლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის არაერთ ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის სასკოლო ფორმის დაწესებას I-Vi კლასების მოსწავლეებისთვის, მობილურების გამოყენების შეზღუდვას, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის დამკვიდრებას... რასაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები დადებითად შეხვდნენ - ჩვენ, ზრდასრულები ვთანხმდებით, რომ ელექტრონული მოწყობილობები ბავშვებს ყურადღებას უფანტავს, გაჯეტებზე დამოკიდებულებას კი მათი განვითარებისთვის კარგი არაფერი მოაქვს; ასევე ფორმამ წესით უნდა წაშალოს „ვის რა აცვია“ საკითხით განპირობებული უთანასწორობა, თუმცა საინტერესო ისაა, რას ფიქრობენ თავად მოსწავლეები? ხომ არ აქვთ პროტესტის გრძნობა? - etaloni.ge-მ ამ კითხვებით ქუთაისის N20 საჯარო სკოლის დირექტორს, ლიკა სანებლიძეს მიმართა.

- სიმართლე გითხრათ, უკვე კარგა ხანია გაკვეთილების მიმდინარეობისას მობილურები ჩვენთან შეზღუდულია და იცით რატომ? - ყველა ვთანხმდებით, ისინი ბავშვებს ხელს უშლის კონცენტრირებაში, მიღებული ცოდნის გადააზრებაში... 

- გამოდის, ზოგადი განათლების კონცეფციით გათვალისწინებული ეს საკითხი თქვენთან უკვე დარეგულირებულია. როგორ მიიღეს შეზღუდვა ბავშვებმა, ქალბატონო ლიკა?

- თავიდან ჰქონდათ მცირე პროტესტის გრძნობა, თუმცა სწორი მიდგომებით, დიალოგით, განმარტებებით... შევძელით, მათთვის ამ რეგულაციის აუცილებლობა დაგვენახვებინა.

- და როგორ იმოქმედა მათ აკადემიურ მოსწრებაზე?

- შედეგი უდავოდ დადებითია - ბავშვები უფრო მობილიზებულები არიან, არ გადააქვთ ყურადღება გაჯეტებზე - სასწავლო პროცესში ჩართულობა გაზრდილია. ასე რომ, მობილურის აკრძალვამ გაკვეთილებზე, დადებითი შედეგები მოგვიტანა.

- სასკოლო ფორმის დაწესებაც შედეგიანი იქნება?

- სხვათა შორის, ვაპირებდით შემდეგი სასწავლო წლიდან ფორმის შემოღებას... მშობლებსაც და ბავშვებსაც დადებითი განწყობა აქვთ და ვფიქრობ, ფორმა შექმნის წესრიგს, დისციპლინას მეტ ყურადღებას მიაქცევენ და არც იმაზე იფიქრებენ, ვის რა და როგორ აცვია. ბავშვები სრულად იქნებიან კონცენტრირებულნი ცოდნის მიღებაზე - სწორედ ესაა ჩვენი მიზანი.

- ფიქრობთ, ამ ცოდნას ერთიანი სახელმძღვანელოები მისცემს, რომლებიც ეტაპობრივად დაინერგება?

- როდესაც ბავშვი იცვლიდა სკოლას, რა მასალა ჰქონდა გავლილი და რა არ, ყოველთვის ქმნიდა გარკვეულ უხერხულობას. ერთიანი სახელმძღვანელოები კი ამ საკითხს თავისთავად დაარეგულირებს, მოსწავლეებს აღარ ექნებათ მსგავსი გამოწვევები... რეალურად, რეფორმა რა შედეგებზე გაგვიყვანს - საუბარი რთულია, თუმცა აღნიშნული ცვლილებები მოგვცემს საშუალებას, ბავშვები სრულად გადაერთონ სწავლაზე და ეს უდავოდ მისასალმებელია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება