სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი, იაზროვნე

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს სიახლეებით იწყებს - ესაა პროექტი, რომელიც გულშემატკივრობს მოსწავლეებს
20-04-2026
-
+


„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს ახალი ენერგიით იწყებს - მეტი ზრუნვითა და ტექნიკური ინოვაციით ვბრუნდებით, რათა თითოეულმა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი შრომის შედეგისა და ცოდნის ღირსეულად წარმოჩენა.

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გახლავთ პროექტი, რომელიც გულშემატკივრობს მოსწავლეებს და სწორედ მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ტესტის სტრუქტურა სპეციალურად ისეა შექმნილი, მათ შეძლონ საკუთარი, უნიკალური სტრატეგია შეიმუშაონ: ისწავლონ დროის მართვა, ეფექტური გადაწყვეტილების მიღება და საკუთარ პროგრესზე დაკვირვება.

აღსანიშნავია, რომ გაზაფხულის „ოლიმპიურ თამაშებს“ „ეტალონი“ სიახლეებით იწყებს - ინოვაციებით, რომლებიც აადვილებს გზას წარმატებისკენ.

ეს გახლავთ  - რეგისტრაცია პროფილიდან გამოსვლის გარეშე: დავზოგეთ თქვენი დრო! ახლა უკვე შეგიძლიათ ერთი პროფილიდანვე, ავტომატურად დარეგისტრირდეთ სხვადასხვა საგანზე განყოფილებაში „სხვა ოლიმპიადები“.

ინგლისური ენის 5 დონე: ოლიმპიადა საერთო ევროპული კომპეტენციების (A1-დან C1-მდე) ფარგლებში ტარდება. იმისათვის, რომ სირთულე სწორად განსაზღვროთ, პირად პროფილში დაგხვდებათ „სანიმუშო ტესტები“.

მყისიერი უკუკავშირი: შედეგს (ქულასა და დროს) ტესტის დასრულებისთანავე იგებთ, რასაც მოყვება სახელობითი ციფრული სიგელი.

მონიშნეთ განრიგი პირად კალენდარში, რათა არ გამოტოვოთ გაზაფხულის მნიშვნელოვანი სტარტი:

ქართული ენა და ლიტერატურა: 28-29 აპრილი

ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება: 5-6 მაისი

ინგლისური ენა: 19-20 მაისი

მათემატიკა: 2-3 ივნისი

გაითვალისწინეთ, რომ წელს თქვენს წარმატებას კიდევ უფრო ხელშესახებად აღვნიშნავთ! გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ათეულებს სპეციალური ონლაინ დიპლომები ენიჭებათ, ხოლო პირველადგილოსნებს - აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული, ჩვენ დავამატეთ სურვილის შემთხვევაში, მოპოვებული დიპლომის/სიგელის ბეჭდვური ვერსიის გატანა თბილისიდან და ასევე ივნისში, თბილისსა თუ ბათუმში, izrune.ge-ს მასშტაბურ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა - სადაც მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ კუთვნილი დიპლომები.

აქვე შეგახსენბთ, რომ ათეულებისა და აბსოლუტური ჩემპიონების წარმატების შესახებ ინფორმაცია იგზავნება განათლების სამინისტროსა და სკოლებში, რაც თქვენი მიღწევების ოფიციალური დასტური ხდება.

„ეტალონის“ გუნდისთვის ყოველი მოსწავლე გამორჩეული პიროვნებაა. ჩვენი მიზანია, ეს პროცესი თქვენთვის არა მხოლოდ ცოდნის განმტკიცების საშუალებად, არამედ მამოტივირებელ გამოცდილებად იქცეს.

ასე რომ, წინ ახალი გამარჯვებებისკენ! ისწავლე, გაიაზრე და აჩვენე, რა შეგიძლია!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577 68 15 15 ან მოგვწერეთ FB გვერდზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

სად გაიყიდება სასკოლო ფორმები - საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების ჩამონათვალი ცნობილია

ცნობილია საგანი, რომელშიც არც ერთი აბიტურიენტი არ ჩაჭრილა!

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება