| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 11 მაისის 18:00 საათზე დასრულდება.
რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია 6 მაისის 18:00 საათამდე სარეგისტრაციო საფასურის გადახდა (არანაკლებ 1 საგნისა).
6 მაისის 18:00 საათიდან 11 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტს შეუძლია დამატებითი საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქის, საგნებისა და პროგრამების არჩევა/შეცვლა.
რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, სარეგისტრაციო განაცხადში მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა იქნება შესაძლებელი.
სარეგისტრაციო პორტალზე საგანმანათლებლო პროგრამები დაყოფილია 3 კატეგორიად: „საბაკალავრო“, „პროფესიული“ და „მოსამზადებელი ქართულ ენაში“ (ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა).
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის მიზნით, აბიტურიენტებმა უნდა მონიშნონ ველი „საბაკალავრო“ და აირჩიონ სასურველი პროგრამა. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ დამატებით აირჩიონ პროფესიული პროგრამებიც - მონიშნონ ველი „პროფესიული“ და აირჩიონ შესაბამისი პროგრამა. ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, აბიტურიენტებმა უნდა მონიშნონ ველი - „მოსამზადებელი ქართულ ენაში“.
მნიშვნელოვანია პროგრამების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება, რადგან სისტემა პირველ რიგში ჩარიცხვას პირველ არჩევანზე განიხილავს!
სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს:
გახსოვდეთ, თქვენს მიერ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი შეზღუდული არ არის. შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც საბაკალავრო, ისე პროფესიული და ქართულ ენაში მომზადების პროგრამა!
ასევე უნდა გაითვალისწინოთ:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი