სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექტორებსა და მოადგილეებს ახალი სქემის ფარგლებში მასწავლებლის სახლი გადაამზადებს
21-04-2026
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მხარდამჭერი ტრენინგების ახალი ციკლი დაიწყო.
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ტრენინგების მიზანია, სკოლების მხარდაჭერა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში საჭიროებების სისტემურ შესწავლასა და შეფასების კომისიების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.
 
„ტრენინგების პირველი ეტაპი ეძღვნება საჭიროებების დიაგნოსტირების საფუძველზე სკოლის განვითარების დაგეგმვას.
 
სატრენინგო მოდული განკუთვნილია საჯარო სკოლების დირექტორების, მათი მოადგილეებისა და ხარისხის მართვის პროცესში ჩართული პირებისთვის. ტრენინგი მიმდინარეობს ონლაინფორმატში და ეთმობა თორმეტი საკონტაქტო საათი.
 
მოდულის ფარგლებში მონაწილეები მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლისგან (მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, ადმინისტრაცია) მონაცემების შეგროვება და ანალიზი, სკოლის საჭიროებების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია, მათ საფუძველზე ფუნქციების განსაზღვრა კარიერული წინსვლის პროცესში ჩართული მასწავლებლებისთვის.
 
სატრენინგო მოდულის გავლის შემდეგ სკოლის წარმომადგენლები შეძლებენ, გააძლიერონ თითოეული სკოლის კონტექსტს მორგებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების პრაქტიკა.
უახლოეს მომავალში ანალოგიური ტრენინგები ჩატარდება საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებისთვისაც, რათა მათ მუნიციპალიტეტის/რაიონის დონეზე უზრუნველყონ სკოლების საჭიროებების მხარდამჭერი პროცესები.
 
სატრენინგო ციკლის პარალელურად, მასწავლებლებისთვის მომზადდება თემატური ვებინარები და მიეწოდებათ დამატებითი სარეკომენდაციო მასალა, რომელიც მათ დაეხმარება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მოთხოვნების გაანალიზებასა და პრაქტიკულ დანერგვაში.
 
აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, ცენტრი გეგმავს სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე შექმნილი შეფასების კომისიების წევრებისთვის განკუთვნილი ტრენინგების ჩატარებას.
 
ტრენინგების ციკლი და დამატებითი მხარდაჭერის მექანიზმები მიმართულია ადამიანური რესურსების გაძლიერებასა და დეცენტრალიზაციის პირობებში პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაზე. აღნიშნული პროცესის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება ცენტრის მხრიდან უკვე დაწყებულია და ინტენსიურად გაგრძელდება წლის განმავლობაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება