| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები.
დაწესებულება, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად, ნიშნავს თანამშრომლებს, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად შეიძლება განეკუთვნებოდნენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ჯგუფს (კლასტერი):
1. ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე;
ბ) სტრატეგიულ მართვაზე;
გ) მატერიალური რესურსების მართვაზე;
დ) ადამიანური რესურსების მართვაზე.
2. საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება:
ა) აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე;
ბ) საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერი პერსონალი;
გ) ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი.
3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი.
4. ტექნიკური პერსონალი:
ა) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი;
ბ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი;
გ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი;
დ) მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი;
ე) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი.
დაწესებულების საჭიროებებისა და დასაქმებულის დატვირთვის გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვადასხვა კლასტერში მითითებულ რამდენიმე ფუნქციას ასრულებდეს ერთი და იგივე დასაქმებული, რაც აღინიშნება დაწესებულების მიერ მასთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულებაში და ასეთ შემთხვევაში დასაქმებული უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის კლასტერებში მითითებულ სტანდარტებს.
წინამდებარე სტანდარტში წარმოდგენილი კლასტერის შესაბამისი პერსონალის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულება დამოუკიდებლად, არსებული რესურსებისა და დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება