| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

12 აპრილს მართლმადიდებლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ - სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ, მანამდე კი ოჯახებში ახარებენ ჯეჯილს, აცხობენ პასკას, წითლად იღებება კვერცხი... და ამ ტრადიციული ატრიბუტიკით ახალი სიცოცხლის დაწყებას ვზეიმობთ... თუმცა აღდგომასაც, ისევე როგორც სხვა არაერთ დღესასწაულს, ახლავს რიტუალები, რომლებიც მის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა და იმდენად არის შეთვისებული რელიგიურ კანონიკასთან, ვცდილობთ მივდიოთ, გავითვალისწინოთ და შეძლებისდგვარად, სწორად შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ინფორმაციას, რომ პასკა მაინცდამაინც დიდ ხუთშაბათამდე უნდა გამოცხვეს, ისიც მხოლოდ სადღესასწაულოდ... აღდგომას არაფრით შეიძლება სასაფლაოზე გასვლა... წითლად შეღებილი კვერცხი არ უნდა გატყდეს აღდგომამდე...
აქვს თუ არა აღნიშნულ ტრადიციებს პირდაპირი კავშირი რელიგიასთან? – etaloni.ge-ს ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი დანიელი (სოლომონიძე) ესაუბრება.
- ახლა იწყება ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი აღდგომის დღესასწაულისთვის... ლაზარეს შაბათს ბზობა მოსდევს... არის ვნების კვირა, უმძიმესი პერიოდი მორწმუნეთათვის, რომლებიც უცხიმო მარხვას ინახავენ და უმრავლესობა წყალზე და პურზეა... რაც შეეხება კვირას საფლავზე გასვლას - აღდგომა ბრწყინვალე დღესასწაულია, როდესაც მიცვალებულთა სულებიც ზეიმობენ და ამიტომ, ეკლესიას დაწესებული აქვს ორშაბათი, თუმცა, თუ ვინმე ამ დღეს საფლავზე გავა, ეს ნამდვილად არ არის მოუნანიებელი ცოდვა, რომ დაისაჯოს...
- აღდგომიდან 40 დღე მისალმების მაგივრად ვამბობთ „ქრისტე აღდგა“?
- მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთმანეთს მისალმების ნაცვლად ვეუბნებით, რომ „ქრისტე აღდგა“ და ისინიც გვპასუხობენ: „ჭეშმარიტად აღდგა“ - ასე ვიხსენებთ მაცხოვრის აღდგომას და ამაღლებმადე ყოველი დღე დღესასწაულია... ადრე აღდგომის დღესასწაული განსაკუთრებული სისადავით გამოირჩეოდა და როდესაც მაცხოვრის აღდგომის მხილველ ადამიანთა გული ვერ იტევდა ამ დიდ სიხარულს, სწორედ ამ სიტყვებით ახარებდნენ ერთმანეთს - ეს პერიოდი სიმბოლურად აღნიშნავს დროს, რომლის განმავლობაშიც აღდგომილი მაცხოვარი ეცხადებოდა თავის მოსწავლეებს და ეს ტრადიციაც ხაზს უსვამს ამ დღის სიხარულს.
- რომლის სიმბოლოდაც ჯეჯილი იქცა და უკვე არაერთი წელია, ოჯახებში ჯეჯილის გაღვივების ტრადიცია დამკვიდრდა.
- ...თითოეული ადამიანი ქრისტესთვის უნდა გარდაიცვალოს და მერე მოხდეს აღდგომა - ახალი სიცოცხლის სიმბოლოა ჯეჯილი, რომელსაც პრაქტიკულად იყენებენ სააღდგომო სუფრის გასალამაზებლად, თუმცა ის არის განსაკუთრებული სიწმინდის შემცველი.
- ხშირად ისმის კითხვა - სად წავიღოთ შემდეგ გახარებული ჯეჯილი?
- ხის ძირშიც შეგიძლიათ დატოვოთ... არ აქვს მას ისეთი დატვირთვა, რომ მაინცდამაინც ტაძარში უნდა მივიტანოთ.
- პასკა - გოლგოთას სიმბოლოა მორწმუნეთათვის, არც მას აქვს ეკლესიურად რაიმე დატვირთვა?
- პასკას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს... ისევე როგორც წითლად შეღებილ კვერცხს - ესაა ტრადიციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საღვთო ცხოვრებას, პირიქით, ისინი ალამაზებენ რელიგიურ დღესასწაულებს... პასკაზეც სიმბოლურად ვამბობთ, რომ არის „გოლგოთა“, ასევე სიმბოლურად იღებება კვერცხი მაცხოვრის ჯვარცმის დღეს...
შეიძლება თუ არა სხვა დროს ამ ნუგბარის გამოცხობა? - რა თქმა უნდა! თუმცა ადამიანებს ფსიქოლოგიური მომენტი აქვთ - ამბობენ, რომ სააღდგომოდ გამომცხვარ პასკას განსხვავებული გემო აქვს და განსაკუთრებით გემრიელია...
ესაა ტრადიციები, რომლებიც შეერწყა რელიგიურ რიტუალს ისევე, როგორც შობის დღესასწაული ვერ წარმოგვიდგენია გურული ღვეზელის, ნათლისღება წყალში ჩასვლის, ბარბარობა კი ლობიანის გარეშე... თუმცა ეს ყველაფერი არ არის მაცხონებელი, ტრადიციებია, რომლებიც ალამაზებს ჩვენს რელიგიას.
- ესე იგი, შეიძლება წითლად შეღებილი კვერცხი აღდგომამდე გავტეხოთ?
- ესეც ერთგვარი რიტუალია, როდესაც ვამბობთ „ქრისტე აღდგა“ და ვტეხავთ კვერცხს, ამ სიტყვებს კი აღდგომამდე ხომ ვერ ვიტყვით? რაც შეეხება კვერცხის მირთმევას, ვინც არ მარხულობს, შეზღუდვა არ აქვს... განსაკუთრებით ბავშვებს ეხებათ - ხშირად მოგვმართავენ განმარტებისთვის... ოჯახები ცდილობენ, რომ აღდგომამდე არ ჭამონ ბავშვებმა შეღებილი კვრცხი, მით უმეტეს, რომ ეკლესიას აქვს ტრადიცია: აკურთხებს პასკასაც, კვერცხსაც... წირვაზე დალოცვით კურთხევა ხდება, მაგრამ ბავშვებს რაც შეეხება, თუნდაც შეჭამოს, ამისთვის არ უნდა დავსაჯოთ ისინი... მათ ყველაზე გულწრფელი სიხარულით უხარიათ და ასეც უნდა იყოს... ყოველი დღე აღდგომის ტოლფასია და პატარა ბავშვებს შიში არ უნდა ჩავუნერგოთ, პირიქით სიყვარული და სიხარული ვასწავლოთ.
- ბოლო პერიოდში სხვადასხვაფრად იღებება სააღდგომოდ კვერცხი...
- მე პირადად არ მომწონს, მაგრამ ისევ და ისევ ბავშვების ინტერესებიდან გამოვდივართ... თანაც, ვიმეორებ, რელიგიური კუთხით, დატვირთვა არ აქვს და მხოლოდ სიმბოლურია, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას.
- ანუ პასკა მაინცდამაინც დიდ ხუთშაბამდე რომ უნდა გამოცხვეს, ეს უბრალოდ ცრურწმენაა... ისევე, როგორც ის, რომ ამ უმძიმეს დღეებში სახლის დალაგება, ხელსაქმე... არ შეიძლება?
- დიახ, ასეა, შემდეგშიც შეგვიძლია გამოვაცხოთ პასკაც, შევღებიოთ კვერცხი, მით უმეტეს, აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია, ხსნილია მორწმუნეთათვის. ქრისტე ამბობდა - ნუ იქნებით მოჩვენებითი მმარხველი, ნუ იქნებით მოჩვენებითი მლოცველიო... ვნების კვირაში ადამიანებმა სულიერ მხარეზე უნდა იფიქრონ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ დავალაგოთ სახლი, არ მოვწესრიგდეთ და პირი არ დავიბანოთ... მსგავსი არსად არაფერი წერია.
- მსგეფსი ახსენეთ, რას ნიშნავს და რა უნდა გავაკეთოთ აღდგომიდან შემდეგი კვირა?
- მსგეფსი - ძველქართულად ნიშნავს შვიდეულს. ეკლესიურ კონტექსტში ეს არის პერიოდი, როდესაც ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვა არ არის... ქრისტიანები ხომ სწორედ ამ დღეებში ვმარხულობთ - ოთხშაბათს მაცხოვარი გაყიდა იუდამ და მარხვით გამოვხატავთ სინანულს, პარასკევს კი ჯვარზე გააკრეს მაცხოვარი... მსგეფის დროს კი ხსნილია და ნებადართულია ხსნილი საკვების მიღება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან
მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამის გაუქმებას სახალხო დამცველი აკრიტიკებს - რას ამბობს სპეცმასწავლებლის 60კრედიტიან პროგრამაზე
„ქრისტე ამბობდა - ნუ იქნებით მოჩვენებითი მმარხველი, ნუ იქნებით მოჩვენებითი მლოცველიო...“
ტურნირის ფინალში ერთმანეთს დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ
მოსწავლეებმა იმსჯელეს, საიდან ვიღებთ ინფორმაციას - წიგნებიდან, ინტერნეტიდან, ტელევიზიიდან, მასწავლებლებისა და გარშემომყოფებისგან
„ქრისტე ამბობდა - ნუ იქნებით მოჩვენებითი მმარხველი, ნუ იქნებით მოჩვენებითი მლოცველიო...“
არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე.