სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვის დასჭირდება დოქტორის ხარისხი და მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება - განაცხადები 26 აპრილამდე მიიღება
21-04-2026
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. განაცხადები კი 25 აპრილის ჩათვლით მიიღება.

ცნობილია, რომ შეირჩევა 15 კანდიდატი და ესენი შეიძლება იყვნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

• არანაკლებ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მოწვეული/აკადემიური პერსონალის პოზიციაზე ან სამეცნიერო სფეროში მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება;

• საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა ან/და ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება ან/და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა/საქმიანობაში მონაწილეობა. 

განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

• ავტობიოგრაფია (CV);

• ცნობა სამუშაო ადგილიდან;

• შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისად);

• კანდიდატის წერილობითი თანხმობა შესაბამისი საბჭოს წევრობის შესახებ (თუ განცხადებას წარმოადგენს იურიდიული პირი).

განაცხადის ფორმა და სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება