სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამარჯვების ისტორია: 14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს 
14-04-2026
-
+


14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას - კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილება, რომლის მიხედვით, ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს.

1977 წელს ცენტრალური ხელისუფლება ცდილობდა რუსული ენის გავლენის გაძლიერებას კავშირის რესპუბლიკებში, რაც ხშირად ადგილობრივი კულტურისა და ენის ხარჯზე ხდებოდა საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომლის მიხედვითაც ქართული, სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული.

ინიციატივს საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა. პროტესტი სწრაფად და მასშტაბურად გავრცელდა. ქუჩაში გამოვიდნენ სტუდენტები, ინტელიგენცია და სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები. მათი მთავარი მოთხოვნა მკაფიო იყო: ქართულ ენას უნდა შეენარჩუნებინა სახელმწიფო ენის სტატუსი.

მიუხედავად საბჭოთა რეჟიმის სიმკაცრისა და მსგავსი გამოსვლების მიმართ მკაცრი დამოკიდებულებისა, 1978 წლის 14 აპრილის აქცია მშვიდობიანად წარიმართა, თუმცა თავისი მასშტაბითა და ერთიანობით გამორჩეული იყო. საზოგადოებრივი ზეწოლა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებამ დათმობაზე წასვლა გადაწყვიტა. ეს იყო იშვიათი შემთხვევა საბჭოთა ეპოქაში, როცა საზოგადოების პროტესტმა კონკრეტული შედეგი გამოიღო.

1988 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა „ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის პროექტი“, რომელიც 1989 წლელს დამტკიდა. პროექტი ითვალისწინებდა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას. ამ მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ აღინიშნება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება