სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, ეტალონი, კონკურსი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის წარჩინებული მონაწილეების შესახებ წერილები გაიგზავნა
10-02-2026
-
+


წარმატებული ეტალონელებისა და მათი მიღწევების შესახებ მთელმა ქვეყანამ უნდა შეიტყოს - ასეთია ჩვენი საგანმანათლებლო პროექტის მიდგომა და სიხარულით გაცნობებთ, რომ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონთა ათეულებისა და აბსოლუტური ჩემპიონების მიღწევების შესახებ, ოფიციალური წერილები როგორც მშობლიურ სკოლაში, ისე განათლების სამინისტროში უკვე გაგზავნილია!

ახლა უკვე ყველა იცნობს „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის წარჩინებულ მონაწილეებს, რომლებმაც ჩემპიონების ტიტული ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, დიდი შრომისა და იმ განსაკუთრებული უნარების დამსახურებით მოიპოვეს, რასაც ზოგადად „ეტალონის“ პროექტებში მონაწილეობით ივითარებენ.

დიახ - თქვენი წარმატების შესახებ მშობლიური სკოლაც და განათლების სამინისტროც ოფიციალურად საქმის კურსშია. „ეტალონის“ მიერ გაგზავნილი წერილები გახლავთ დოკუმენტურად გამყარებული მტკიცებულება თქვენი წარმატებისა და აქვე გაცნობებთ, რომ  მალე ახალი გამარჯვებების დრო დადგება - „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონი დაიწყება, სადაც მონაწილეობა კვლავ შეეძლებათ II-IX კლასების მოსწავლეებს.

ტესტის აღწერა: თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად საჭირო აღარ არის ტესტის ფურცელზე შესრულება, ცალკე პასუხებისა თუ დამატებითი ფურცლების შევსება. შედეგი არის მყისიერი - მოსწავლე ტესტის დასრულებისთანავე იგებს თავის შესაბამის ქულასა და დროს. ასევე, მყისიერად ენიჭება წარმატების სახელობითი ციფრული სიგელი. თითოეული ოლიმპიადის დასრულების შემდგომ კი, შეუძლია სრულად გადახედოს საკუთარ ტესტს და გააანალიზოს კითხვები. 

ტესტის სტრუქტურა კი მოსწავლეს საკუთარი, უნიკალური სტრატეგიის მოფიქრების შესაძლებლობას აძლევს - რომელ კითხვას უპასუხოს, რომელზე თავი შეიკავოს და რაც მთავარია, წარმატებით გამოიმუშაოს შეზღუდულ დროში გადაწყვეტილების მიღების ეფექტური უნარი, რაც ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი გახლავთ.

ოლიმპიადები ტარდება შემდეგ საგნებში:

› ქართული ენა და ლიტერატურა - ხელს უწყობს კლასის შესაბამისი ფაქტობრივი ცოდნის განსაზღვრა-გადამოწმებას, ასევე მსჯელობის, ენობრივ-გრამატიკული საშუალებებისა და ლექსიკის ცოდნის ფუნქციურად გამოყენების უნარების განვითარებას;

› ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება - რომელიც მიმართულია მოსწავლეებში პრაგმატული, რაციონალური მსჯელობის, ასევე ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება-შემოწმებისაკენ;

› ინგლისური ენა - რომელიც შემოდგომაზე პირველად ჩატარდა და შედგებოდა უცხოური ენების ფლობის საერთო ევროპული კომპეტენციების ფარგლებში აღიარებული 5 დონისგან:
1 - A1 Level (Beginner) - დამწყები 
2 - A2 Level (Elementary) - ენის საბაზისო ცოდნა
3 - B1 Level (Intermediate) - საშუალო დონე
4 - B2 Level (Upper-Intermediate) - საშუალოზე მაღალი დონე
5 - C1 Level (Advanced) - მაღალი დონე. 

› მათემატიკის ოლიმპიადა - კლასის შესაბამისი ცოდნის შემოწმება-გაღრმავებას ისახავს მიზნად. ასევე, ხელს უწყობს მათემატიკური აზროვნებისა და ცოდნის ეფექტურად გამოვლენას. 

რატომ უნდა ჩაერთოთ „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში: ცოდნის შემოწმება-განმტკიცებასთან რთად, თქვენ სწავლობთ შეზღუდულ დროში მსჯელობას, თვალნათლივ ხედავთ მეყსეულ შედეგს და იმსახურებთ სპეციალურ საამაყო სახელობით სიგელს. „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ავლენს ჩემპიონთა ათეულებს თითოეულ საგანში, კლასების მიხედვით, რომელთაც სპეციალური ონლაინ დიპლომები ენიჭებათ, ხოლო პირველი ადგილის მფლობელებს - აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული. მათ შესახებ, განათლების სამინისტროსა და შესაბამის სკოლაში, იგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები, რომელიც გახლავთ ოფიციალური დოკუმენტი მოსწავლის მიღწევების შესახებ. 

ინფორმაციისთვის: „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომით ტარდება.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტესტებში გამოყენებული მასალა სრულად პასუხობს არსებულ საგნობრივ სტანდარტებსა და მიზნებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

„გისურვებთ, რომ თქვენი მოთმინება და სიყვარული ყოველთვის გიბრუნდებოდეთ უდიდესი წარმატებითა და ბედნიერებით“

სპორტის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო  შეეფარდა - პროკურატურა საქმის დეტალებზე საუბრობს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება