| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო იქნება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა მოსწავლეს შეუძლია უარი თქვას ფორმაზე.
ზოგადი განათლების შესახებ კანონში ვკითხულობთ: „ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე საჯარო სკოლის მოსწავლისთვის სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარება სავალდებულოა. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარების ვალდებულებისგან, საჯარო სკოლის მოსწავლე შეიძლება გათავისუფლდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამინისტროსთან საჯარო სკოლის წერილობით შეთანხმებული გადაწყვეტილებით“.
ამასთან, განათლების სამინისტრო ვალდებულია: ა) 2026 წლის 1-ელ ივნისამდე, გაატაროს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათ შორის, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ნიმუშის, საფასურის, რეალიზებისა და გადაცემის წესის დადგენა.
სამინისტროს მიერ შექმნილმა შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ კომპანიამ უკვე გამოაცხადა ბაზრის კვლევა სასკოლო ფორმების ფასის დასადგენად. შესაბამისად ცნობილი გახდა ფორმის ესკიზებიც, თუმცა დამატებითი დეტალები ჯერ კიდევ უცნობია.
როგორი ფორმები იქნება სკოლაში - ესკიზები და რაოდენობა ცნობილია
სასკოლო ფორმები დაახლოებით 100 ლარი ეღირება
ამასთან, მთავრობამ, 2026 წლის 1 ივნისამდე, უნდა უზრუნველყოს საჯარო სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცება.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი