სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები განახლდა - ცვლილებები საქართველოს მთავრობის დადგენილებაში
21-04-2026
-
+


პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესში ცვლილებები შევიდა. 

დაწესებულება ვალდებულია, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განათავსოს იმ სუბიექტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების პროცესში.

დაწესებულება ვალდებულია, სასწავლო საწარმოს მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების სტანდარტებისა და პროგრამის განხორციელების წესების, პროფესიული სტუდენტების უფლებების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ასევე სასწავლო საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის ან/და სხვა სპეციალური რეგულირებით გათვალისწინებული უფლებამოსილების გარეშე საქმიანობის განხორციელების ან საწარმოს მიმართ გაკოტრების/ლიკვიდაციის საქმისწარმოების დაწყების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით, აცნობოს ცენტრს.

ბრძანების მიხედვით, პროფესიულ სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება შესაბამისი გარემოების დადგომიდან 1 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის განახლებას


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება