სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი გაიზრდა - ორსულობის 436, ხოლო მშობლობის 287 შემთხვევა აღირიცხა
20-04-2026
-
+


ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025 წელს ჯამურად 287 არასრულწლოვანი მშობელი აღირიცხა - აღნიშნულია სახალხო დამცველი 2025 წლის ანგარიშში.

ომბუდსმენი წლებია, მიუთითებს არასრულწლოვანთა ნიშნობის ან ქორწინების მიზნით დადებული გარიგების კრიმინალიზაციის აუცილებლობაზე, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ეფექტიანი მექანიზმების შესაქმნელად, არც 2025 წელს გადადგმულა.

„ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამართალდამცავი უწყების მიერ ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეთა განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით. არასრულწლოვანთა ქორწინების იძულების დასადგენად (ან გამოსარიცხად) საჭიროა სრულფასოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის, არასრულწლოვნის სპეციალური მეთოდოლოგიით გამოკითხვა, ფსიქოლოგის ჩართვა და სხვ. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ არის უზრუნველყოფილი საგამოძიებო ბერკეტები, მათ შორის, მოწმის უსაფრთხოების გარანტიები, შესაბამისად, რთული და, რიგ შემთხვევაში, შეუძლებელი ხდება ბავშვის მიმართ ქორწინების იძულების დადგენა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

არ ქვეყნდება ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების სტატისტიკა, შესაბამისად, უცნობი რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროში ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით შესწავლილი საქმეების სრული სურათი.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ 148 შესაძლო დანაშაულზე დაიწყო გამოძიება და 88 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

პროკურატურის მონაცემებით, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნეს 63 არასრულწლოვანი, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა 69 პირის მიმართ დაიწყო.

2025 წელს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ადრეულ ასაკში/ბავშვობის ასაკში ქორწინების 162 შემთხვევა შეისწავლა.

მისასალმებელია სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ, 2025 წლის განმავლობაში, ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვისა და რეაგირების მექანიზმების ეფექტიანი დანერგვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები. კერძოდ, პრაქტიკაში დაინერგა „ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვისას გამოსაყენებელი ფორმების, ინსტრუქციებისა და სოციალური მუშაკებისთვის ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვის შესახებ პრაქტიკული სახელმძღვანელო“ და 2025 წლის განმავლობაში, შიდა პროფესიული ზედამხედველობის ფარგლებში, გადამზადდა 242 სოციალური მუშაკი და სპეციალისტი.

უარყოფითად უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკაში კვლავ არ დანერგილა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების შესახებ ერთიანი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საანგარიშო წელს დაოჯახების მიზეზით მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის 26 შემთხვევაა ოფიციალურად აღრიცხული“, - აღნიშნულია ანგარიშში.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

ცვლილება საჯარო სკოლებსა და კონკრეტულ რესურსცენტრებს შეეხება - მინისტრის ბრძანება 

საგამოცდო დამხმარე მასალა მასწავლებლებისთვის ყველა საგანში

მასწავლებლები წერილობით დასვამენ კითხვებს - რომელი ორი საგნის პედაგოგებთან ჩატარდება შეხვედრა

თბილისი-ბათუმი - 13 და 20 ივნისს Izrune.ge პროექტის კაშკაშა „ვარსკვლავებს“ დიპლომებსა და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეთა ნამუშევრებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია

საკლასო ოთახი საზეიმოდ მოირთო, თავად ბავშვებიც ლამაზად შეიმოსნენ

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება