სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სწავლის საფასური ზოგ პროგრამაზე 1500 ლარამდე გაიზარდა - რა ღირს სწავლა კერძო უნივერსიტეტებში
14-04-2026
-
+


უმაღლესი განათლების შესახებ მიღებული ცვლილებების მიხედვით, 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა პირველკურსელებისთვის  უფასო იქნება. ხოლო კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულებისთვის სახელმწიფო გრანტი აღარ გაიცემა. აღნიშნული ცვლილებების ფონზე კერძო უნივერსიტეტების ნაწილში სწავლის საფასური გაიზარდა, ეს ინფორმაცია მას შემდეგ, გახდა ცნობილი რაც 2026 წლის ცნობარი გამოქვეყნდა.

მაგალითად, „შავი ზღვის უნივერსიტეტში“ ამერიკისმცოდნეობის წლიური საფასური გასულ წელთან შედარებით 600 ლარით გაიზარდა და 2590-ის ნაცვლად 3190 ლარი გახდა. „ალტე“ უნივერსიტეტში მედიცინის სწავლის ღირებულება 3500 ლარიდან 3950 ლარამდეა გაზრდილი. „საქართველოს უნივერსიტეტში“ არქიტექტურის სწავლის წლიური საფასური 800 ლარით გაიზარდა და 4200 ლარის ნაცვლად 5000 ლარი იქნება, სამართალმცოდნეობის ახალი საფასური ასევე 5000 ლარია და 1500 ლარით არის გაძვირებული წინა წელთან შედარებით.

„კავკასიის უნივერსიტეტში“ რიგ მიმართულებებზე 400-1000 ლარიანი მატებაა - სამართლის მიმართულებაზე წლიური საფასური 7590 ლარიდან 7990 ლარამდე გაიზარდა, ევროპისმცოდნეობის, სოციოლოგიის, ტურიზმის და ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებაზე საფასური 4590 ლარის ნაცვლად 4990 ლარი გახდა, 1000 ლარით, 4990-დან 5990 ლარამდე გაიზარდა ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლის საფასური. „სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში“ საჯარო მმართველობაზე სწავლის ღირებულება 2500 ლარიდან 2750 ლარამდე არის გაზრდილი.

იხილეთ 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“, სადაც, დეტალურად ნახავთ, რა ღირს კერძო უნივერისტეტებში ესა თუ ის საგანმანათლებლო პროგრამა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

გამარჯვების ისტორია: 14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს 

როდიდან განახლება სასწავლო და საარმზრდელო პროცესი სკოლებისა და ბაღებისთვის - ვადები და სხბა დეტალები

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს 1989 წლის ტრაგიკული მოვლენები

მოსწავლე-მასწავლებლებმა შერჩეული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს

 

გაკვეთილს ესწრებოდა კათედრის თავჯდომარე, კათედრის ყველა წევრი და სკოლის დირექტორიც

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება