| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„საუბარია ისეთ დიპლომებზე, სადაც სიტყვა ბაკალავრი განსაზღვრული არ არის“ - ვის ეხება ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე 4-წლიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი, მაგისტრის ხარისხს შეიძლება გაუთანაბრონ - უმაღლესი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
„2007, 2008 ან 2009 წლის დიპლომებში თუ მითითებულია ბაკალავრი ან მაგისტრი, ეს კანონი მას არ ეხება“ - აცხადებს გაბისონია და განმარტავს:
„ეს საკითხი საერთოდ არ ეხება ბაკალავრებს, მაგისტრებს და დოქტორებს, ანუ იმ საფეხურებს, რომლებიც დღეს ჩვენი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, 2005 წელს მოგეხსენებათ, საქართველო შეუერთდა ბოლონიის პროცესს. ბოლონიის პროცესი გულისხმობდა საფეხურებად დაყოფას უმაღლესი განათლების მოდელის: ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის.
შესაბამისად, იმ დროს არსებულ მოდელში უნივერსიტეტებს განესაზღვრათ პერიოდი, დაახლოებით 2007-2008 წლებში უნდა უზრუნველეყოთ ყველა ძველი საგანმანათლებლო პროგრამის გადაწყობა ამ ახალ მოდელზე. მარტივად რომ ვთქვათ 4 + 2 მოდელზე, იმ პერიოდისთვის რაც იყო ბაკალავრიატი პლუს მაგისტრატურა. სამწუხაროდ უნივერსიტეტების ნაწილმა 2010 წლამდე ვერ მოასწრო ყველა პროგრამის გადაწყობა ამ ახალ, ბოლონიის პროცესის მოთხოვნებზე. 2010 წელი ამიტომ არის აღებული იმ ზღვრად, რომლის დროსაც სტატისტიკურად ყველა პროგრამა უკვე იყო გადაწყობილი ახალ მოდელზე.
ძველი მოდელის მიხედვით არსებობდა ერთი და იგივე მოდელის 4 წლიანი და 5 წლიანი სწავლის პერიოდები. შეგახსენებთ, საუბარია ე.წ. დღის დასწრებულ მოდელზე და ე.წ. დაუსწრებელ მოდელზე რომელიც სწავლის შედეგებზეც ერთი და იგივე შედეგით გადიოდა. ერთი ხარჯავდა 4 წელს ამაში, მეორე ხარჯავდა 5 წელს. სწორედ ასეთ დიპლომებზეა საუბარი და არა ბაკალავრიატის.
2007 წელს არსებულ დიპლომში, ან 2008 - 2009 წლის დიპლომში თუ მითითებულია ბაკალავრი ან მაგისტრი ეს კანონი მას არ ეხება. შესაბამისად ბაკალავრს ჩვენ არც მაგისტრად და არც დოქტორად არ ვაქცევთ. დოქტორი დარჩება დოქტორად, მაგისტრი დარჩება მაგისტრად და ბაკალავრი დარჩება ბაკალავრად. აქ საუბარია ისეთ დიპლომებზე, სადაც სიტყვა ბაკალავრი განსაზღვრული არ არის, რადგან ამ მოდელზე გადასული არ იყო და ძველი მოდელით მოდიოდა“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ კანონი ასევე არ შეეხება იმ პირებს, რომლებმაც სწავლა არალიცენზირებულ უნივერსიტეტში დაიწყეს და დაასრულეს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი