| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მედალოსანი მოსწავლეების მონაცემთა მართვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ ინსტრუქციასთან ერთად.
„ელექტრონულ ჟურნალში მედალოსანი მოსწავლეების მონაცემების მოდული სკოლებს აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად და ეფექტურად მიიღონ ზუსტი და განახლებული ინფორმაცია მოსწავლეთა მიღწევების შესახებ.
მოდულის შესაძლებლობები:
მონაცემების ნახვა მედლის ტიპის მიხედვით
მიმდინარე სემესტრის მონაცემების ნახვა და ექსპორტი
გასული წლების მედალოსანი მოსწავლეების მონაცემების ნახვა და ექსპორტი
კონკრეტული მოსწავლის მედლის ტიპის მონაცემების ნახვა და ექსპორტი
მონაცემების გენერაცია მიმდინარეობს რეალურ დროში და ეფუძნება უახლეს ინფორმაციას, რაც უზრუნველყოფს მედლის ტიპის ზუსტ და ეფექტიან განსაზღვრას.
მონაცემების მოდულში, კერძოდ: „მედალოსანი მოსწავლეების რეპორტში“ სკოლის დირექტორს, დირექტორის მოადგილეს და ჟურნალის ადმინისტრატორს შეუძლია ნახოს ინფორმაცია მედალოსანი მოსწავლეების შესახებ. რეპორტზე გადასვლისას მომხმარებელს გამოუჩნდება სკოლის მედალოსანი მოსწავლეების სია. რეპორტში გამოჩნდება მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომრის ბოლო სამი ციფრი, კლასი, მედლის ტიპი (ოქრო, ვერცხლი) და მოსწავლის საშუალო საფეხურის შეფასება.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი