სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

რას აცხობენ სააღდგომოდ სხვადასხვა ქვეყანაში
10-04-2026
-
+


პასკა სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. მართალია, მაღალი, გუმბათის ფორმის სააღდგომო ნუგბარის ცხობის ტრადიცია საქართველოში არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა - დაახლოებით XIX საუკუნეში, (მის ნაცვლად სააღდგომო სუფრაზე „ხატისპურს“, (იგივე ნაზუქს) დებდნენ), მაგრამ ფეხი მყარად მოიკიდა და სადღესასწაულო სუფრის განუყოფელ ნაწილად იქცა.

იხილეთ - როდიდან დამკვიდრდა პასქის ცხობის ტრადიცია საქართველოში და როგორი იყო პირველი ნუგბარი

ისევე როგორც ჩვენთან, თითოეულ ქვეყანაში დამკვიდრებულია უნიკალური სააღდგომო ტრადიციები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. საინტერესოა, რა სააღდგომო ნუგბარს აცხობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში?

იტალია - კოლომბა დი პასკუა 

ეს იტალიური პასკა ფორმით მტრედს წააგავს და სიმბოლურად მშვიდობასა და იმედს აღნიშნავს. კოლომბა დი პასკუა დაფარულია ხრაშუნა ნუშის მინანქრითა და შაქრის ფხვნილით. მისი ისტორია მილანში, XX საუკუნის დასაწყისში იწყება. ითვლება, რომ თუ აღდგომამდე კოლომბას გამოაცხობ, წელი წარმატებული იქნება.

პენეტონე

მიუხედავად იმისა, რომ პანეტონე ხშირად შობასთან ასოცირდება, იტალიის ზოგიერთ რეგიონში მას ტრადიციულად აღდგომაზეც აცხობენ. ეს არის მაღალი, გუმბათის ფორმის ტკბილი პური ცუკატებითა და ქიშმიშით, რომლის წარმოშობა XV საუკუნით თარიღდება. 

დიდი ბრიტანეთი - ჰოთ-კროს ბანსი

ფუნთუშები ქიშმიშით, სანელებლებითა და ზედაპირზე გამოსახული ჯვრით ტრადიციულად წითელ პარასკევს ცხვება. მათი ისტორია XVIII საუკუნეს უკავშირდება. საინტერესოა, რომ ძველად ასეთ ფუნთუშებს სამზარეულოში კიდებდნენ, როგორც დამცავ თილისმას ხანძრისა და ბოროტი თვალის წინააღმდეგ.

საფრანგეთი - ბრიოშ პასკალი

ფრანგული ბრიოშ პასკალი არის ფუმფულა, ჰაეროვანი ცომეული, რომელსაც ფლერდორანჟის („ფორთოხლის ყვავილი“) ნაზი არომატი აქვს. მას ტრადიციულად ვნების კვირაში აცხობენ. პროვანსული რწმენით, ამ ბრიოშით მეზობლების გამასპინძლებით, ოჯახი სახლში კეთილდღეობას იზიდავს.

საბერძნეთი - ცურეკი

​ცურეკი ბერძნული დაწნული საფუარიანი პურია. ცომი იზილება, ნაწილებად იყოფა და შემდეგ ნაწნავის მსგავსად ეხვევა. ცომში წითლად შეღებილ კვერცხებს ალაგებენ. ეს ტრადიცია ბიზანტიიდან მოდის. ითვლება რომ თუ ცურეკი კარგად ამოვა, წელი წარმატებული იქნება.

ესპანეთი - მონა დე პასკუა

ეს ტკბილი ნამცხვარი მოხარშული კვერცხებით ბავშვებისთვის საჩუქრად მიაქვთ. ნამცხვარი ისტორიულ წყაროებში პირველად XVI საუკუნეშია ნახსენები. დღეს მონა დე პასკუას შოკოლადის ფიგურებით ამშვენებენ.

გერმანია - ოსტერტორტე

გერმანული სააღდგომო ტორტი მზადდება ფხვიერი ცომისგან, თხილისა და მარციპანისგან. მისი ისტორია XIX საუკუნიდან იწყება.

ოსტერტორტეს  საინტერესო ტრადიცია აქვს -  ზოგიერთ ოჯახში ტორტში პატარა სიურპრიზს - მონეტას ან ფიგურას მალავენ.

პოლონეთი - ბაბკა

პოლონური ბაბკა მაღალი, ფუმფულა კექსია, რომის სიროფი გაჟღენთილი და შაქრის მინანქრით დაფარული. პირველად ეს დესერტი XVIII საუკუნეში გაჩნდა. 

შვედეთი - ზაფრანიანი ფუნთუშები

შვედეთში აღდგომაზე ტრადიციულად აცხობენ ოქროსფერ ფუნთუშებს ზაფრანითა და კარდამონით.  ეს ტრადიცია შუა საუკუნეებიდან მოდის. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პედაგოგების საგამოცდო შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ ცვლილებები გადავადდა“

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა დირექტორს, რუსუდან ლაშხიას დაბადების დღეს ულოცავს 
 

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება