სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვისთვის სრულდება რეგისტრაცია 25 აპრილს - NAEC შეგახსენებთ
23-04-2026
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია 25 აპრილის ჩათვლით გრძელდება. კანდიდატებს, რომლებიც რეგისტრაციის გავლას აღნიშნულ ვადაში ვერ მოახერხებენ, შესაძლებლობა ექნებათ გვიანი რეგისტრაცია 26 აპრილიდან 28 აპრილის 16:00 საათამდე გაიარონ.
 
კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდები - KET/KET FS, PET/PET FS, FCE/ FCE FS, CAE, TKT და YOUNG LEARNERS EXAM (STARTERS, MOVERS, FLYERS)  ივნისში ჩატარდება. გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე CB PET, CB FCE და CB CAE რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 1 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით, გვიანი რეგისტრაცია კი  - 16 ივნისიდან 17 ივნისის 16:00 საათამდე.
 
2026 წლის ივნისის საგამოცდო სესიაზე კანდიდატები რეგისტრაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ონლაინ გაივლიან. რეგისტრაციის პროცესში, „კემბრიჯის“ მენიუში განთავსებული შესაბამისი რეგისტრაციის ღილაკის მეშვეობით, კანდიდატმა უნდა შეავსოს ყველა სავალდებულო ველი და ატვირთოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.
 
იმ შეთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი, მან უნდა ატვირთოს „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. აღნიშნული ფორმის ყველა ველი, კანდიდატის ნომრის გარდა, უნდა იყოს სრულად შევსებული. ფორმას თან უნდა ერთოდეს 3x4 ზომის ორი ფოტო, რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს სკოლის ან მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებლის ან დირექტორის ხელმოწერით. 
 
რეგისტრაცია წარმატებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც კანდიდატი მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან, რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
 
სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში კანდიდატს რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება გამოცდის განრიგი.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას  წელიწადში სამჯერ - მარტში, ივნისსა და დეკემბერში უზრუნველყოფს.
 
 
 
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:
Paper-based Young Learners Exam (Starters, Movers, Flyers) – 7 ივნისი
Paper-based FCE – 9 ივნისი
Paper-based KET – 13 ივნისი
Paper-based PET - 13 ივნისი
Paper-based KET fs – 15 ივნისი
Paper-based PET fs – 15 ივნისი
Paper-based TKT – 17 ივნისი
Paper-based FCE fs – 20 ივნისი
Paper-based CAE – 20 ივნისი
Computer-based FCE - 23 ივნისი
Computer-based CAE - 25 ივნისი
Computer-based PET - 25 ივნისი
 
კემბრიჯის გამოცდების სერტიფიკატი უვადოა და აღიარებულია მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტსა და ორგანიზაციაში.
 
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება