სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე“ - იანუშ კორჩაკის 10 მცნება მშობლებისთვის
28-05-2018
-
+


იანუშ კორჩაკი -  ებრაული წარმოშობის პოლონელი ექიმი, პედიატრი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ვარშავაში ინტელიგენტი ასიმილირებული ებრაელების ოჯახში.

კორჩაკი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი მოღვაწეობა ბავშვებს მიუძღვნა. 

1939 წელს ფაშისტების მიერ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ გაემგზავრა ვარშავაში და პოლონურ არმიაში ჩაირიცხა. 1940 წელს ობოლთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად გადაიყვანეს ვარშავის გეტოში. ამ პერიოდში კორჩაკი დააპატიმრეს და რამდენიმე თვე ციხეში გაატარა. გაათავისუფლეს პროვოკატორ აბრაამ განცვაიხის თხოვნით, რომელსაც ებრალებს შორის ავტორიტეტის მოპოვება სურდა.

გეტოში კორჩაკი გმირულად შოულობდა მათთვის საკვებსა და მედიკამენტებს. კორჩაკის აღსაზრდელები სწავლობდნენ ივრითსა და იუდაიზმის საფუძვლებს. ფესახამდე რამდენიმე კვირით ადრე კორჩაკმა 1942 წელს ებრაულ სასაფლაოზე გამართა საიდუმლო ცერემონიალი: თორას ხუთწიგნეულით ხელში თავის მოსწავლეებს დააფიცებინა, რომ იქნებოდნენ კარგი ებრაელები და პატიოსანი ადამიანები.

1942 წელს ობოლთა სახლის დეპორტაციის შემდეგ თავის აღსაზრდელებთან ერთად ტრებლინკაში გააგზავნეს. კორჩაკმა უკანასკნელ მომენტში უარი განაცხადა თავისუფლებაზე და ბავშვებთან ერთად გაზის კამერებში სიკვდილი არჩია.

გთავაზობთ, იანუშ კორჩაკის 10 მცნებას მშობლებისთვის:

1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა.

2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? --- ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.

3. სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები. სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც დასთეს.

4. ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრებამისთვისაც ისევე რთულია, როგორც შენთვის, უფრო მეტადაც კი, რადგან ბავშვსჯერ არ აქვს გამოცდილება.

5. არ დაამცირო

6. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა, უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მათ, რადგან ჯერ არ იცი, ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.

7. ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე. რადგან სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ, ყოველთვის ცოტა იქნება.

8. შვილი – ეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა. შვილი – ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არის უბრალოდ “ჩემი ბავშვი”, ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია.

9. გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე.

10. გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთან ურთიერთობისას გაიხარე და გახსოვდეს – ეს ზეიმი შენთან გარკვეულ დრომდეა.

„იანუშ კორჩაკი და მისი ბავშვები“

 

იანუშ კორჩაკის ძეგლი ვარშავაში



კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

ვინ ჩააბარებს ექსტერნატის გამოცდას?  - რა უნდა გაითვლიასინოთ სასწავლო წლის ბოლოს

ცნობილია, რომელი სკოლების შესახებ იმსჯელებს ავტორიზაციის საბჭო

რა შემთხვევაში გაუქმდება პირველკლასელის სკოლაში რეგისტრაცია - მნიშვნელოვანნი ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ 

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლის დირექტორებს წინასაარჩევნო კამპანიაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართვის გამო გაათავისუფლებენ - ფაშინიანმა პირადად მოსთხოვა განცხადების დაწერა

პიროვნება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება