სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„იყავით ფხიზლად, თქვენი შვილების სადარაჯოზე“ - ვალერი გოგნაძე, ხარაგაულის N2 სკოლის დირექტორი
23-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, ვალერი გოგნაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ მსოფლიო და განსაკუთრებით განათლების სისტემა, მზად არ იყო მსგავსი კატაკლიზმისთვის; საკმაო დრო მოვანდომეთ გონზე მოსვლას, მაგრამ ისიც ვნახეთ, რომ შეუძლებელი არაფერია; მაინც ცოცხალ კომუნაკაციებზე დამყარებული სწავლა-სწავლება შეუცვლელია.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, რომ გამოსავალი ყოველი მდგომარეობიდან ასე თუ ისე არსებობს, თუ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ინტერნეტს სრულყოფილად აითვისებ.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც შეშფოთების, გაოცების, შეძრწუნების, შეჩვევის, გაჯიუტებისა და იმედების ჩასახვის წელს. 

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- სიახლეებისადმი სწრაფვა; ხვალინდელი დღის რწმენა და იმედი; პრობლემების მიმართ შეუდრეკელობა; კოლეგების, მასწავლებლებისა და ზოგადად, ადამიანების გვერდში დგომა; სიტუაციებთან ადექვატურობის დანახვა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- თანამედროვეობის მიმართ, ალღოს სწრაფად აღებისა და სწრაფად რეაგირების უნარი​; უზღვავი ინფორმაციის წვდომის სურვილი; პრაგმატულობა უმეტეს შემთხვევაში; ზოგიერთ შემთხვევაში კი, ინდიფერენტულობა და ცხოვრებისეულ პრობლემებთან არაადექვატურობა.

- მშობლებს ვურჩევდი...

- იყავით ფხიზლად, თქვენი შვილებისა და საერთო ხვალინდელი დღის სადარაჯოზე; არც ერთი წუთი  უყურადღებოდ!

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- გულცივობაზე, უსიყვარულობაზე, უყურადღებობაზე, უკეთურობაზე, ღალატზე, სიცრუეზე, გაუტანლობაზე, განდიდების მანიაზე, რომელიც ასე წამოგვეძალა და მაინც მომავლის იმედი და სიყვარული გაიმარჯვებს, მჯერა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

პიროვნება
სკოლები

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

„​პატარა ხელებით დიდი საქმე გააკეთეს - მიწას ნერგები აჩუქეს, სამყაროს კი - კიდევ უფრო მეტი სიყვარული“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება