სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლის მოსწავლემ, სალომე ხარძიანმა მავნე ჩვევების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა
18-03-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ, სალომე ხარძიანმა პრეზენტაცია, თემაზე „თამბაქო და ალკოჰოლი“ წარმოადგინა.

სკოლის ინფორმაციით, პრეზენტატორმა ისაუბრა: თამბაქოს შემადგენლობაში არსებულ მრავალ მომწამვლელ და სასიკვდილო უნარის მქონე ნივთიერებაზე; ადამიანის ორგანიზმზე, ხასიათსა და აზროვნებაზე ალკოჰოლის მავნე ზეგავლენაზე. 

​მოსწავლემ ყურადღება გაამახვილა იმ სტერეოტიპებზე, რაც ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების შესახებ არსებობს; განმარტა მათი შექმნის მიზეზები და დაასაბუთა ასეთი სტერეოტიპების სიყალბე.  

„პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო იმ კონკრეტული გზებისა და საშუალებების შეთავაზებას, თუ როგორ დავაღწიოთ თავი თამბაქოს მოხმარებასა და ჭარბი ალკოჰოლის მიღებას.

პრეზენტაცია საინტერესო იყო იმითაც, რომ ავტორის მიერ მოყვანილი ყოველი აზრი განმტკიცებული იყო მაგალითებითა და ილუსტრაციებით.

პრეზენტაცია მიზნად ისახავდა, ავტორს სოფლის თემისთვის, ხოლო მათი საშუალებით უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო ის საფრთხეები, რაც თან მოსდევს თამბაქოს მოხმარებას და ალკოჰოლის ხშირად და დიდი რაოდენობით მიღებას; შეეთავაზებინა მათთვის კარგი გამოსავალი, თავი დაანებონ ამ საწამლავს.

პრეზენტაციის მიზნებიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე სკოლის საზოგადოების გარდა მოწვეულ იქნა სოფლის მოსახლეობა, რისი ორგანიზებაც მოხდა თავად პრეზენტატორის მიერ და ამ ამოცანას შესანიშნავად გაართვა თავი.

დასასრულს, პრეზენტატორმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს. 

დამსწრეთა აზრით, პრეზენტატორმა ძალიან კარგად გაართვა თავი ამოცანას, მიაღწია დასახულ მიზნებს და პრეზენტაცია ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.

პრეზენტაციის ავტორს ხელმძღვანელობა გაუწია სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, გიორგი ტერუნაშვილმა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება