სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ოქროს ხანა და ბრწყინვალე საქართველო“ - კალის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარინა მარგველანმა საინტერესო პრეზენტაცია მოამზადა
17-03-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ, მარინა მარგველანმა პრეზენტაცია, სახელწოდებით „ოქროს ხანა და ბრწყინვალე საქართველო“ მოამზადა.

სკოლის ინფორმაციით, პრეზენტაცია მიზნად ისახავდა, ავტორს სკოლის თემისთვის გაეხსენებინა, ხოლო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის გაეცნო საქართველოს ისტორიის ოქროს ხანის (XI-XII საუკუნეები) საინტერესო ფაქტები და მოვლენები; შთაეგონებინა ისინი საქართველოს ისტორიითა და ეროვნული გმირების, დიდი მეფეების შესახებ, მოსწავლეები მომავალი ღონისძიებისთვის შეემზადებინა.

„პრეზენტატორმა ისაუბრა დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე; მათ ურთიერთკავშირსა და თანხვედრაზე. ყურადღება გაამახვილა დავით მეფის ტოლერანტულ სოციალურ პოლიტიკაზე და ასეთი მიდგომის უდიდეს მნიშვნელობაზე სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციისთვის.

მოკლედ მიმოიხილა დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული რეფორმები და დაასაბუთა ახალი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ჩამოყალიბების მნიშვნელობა. ერთმანეთს დააკავშირა აღნიშნული ღონისძიებები და იმდროინდელი საერთაშორისო ვითარება. შემდეგ კი, სქემატურად შექმნა ღონისძიებებს, საგარეო ფაქტორებს, დავითის პიროვნულ ნიჭსა და მის მიერ მემკვიდრეებისთვის დატოვებულ უძლიერეს ქართულ სახელმწიფოს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები.

პრეზენტატორმა ასევე ისაუბრა თამარ მეფის შესახებ. განსაკუთრებულად აღნიშნა იმ დროს დასავლეთ ევროპაში არსებული სამართლებრივი ვითარება (ორდალიები და სამართლიანი მტკიცებულებების არარსებობა) და მის ფონზე დაასაბუთა მეფე თამარის მიერ შექმნილი მპარავთმძებნელთა სამსახურის უდიდესი სამართლებრივი მნიშვნელობა.

პროგრესულად შეაფასა თამარ მეფის ეპოქაში სიკვდილით დასჯის თითქმის გაუქმება და თამარის დროინდელი ქართული სამართლებრივი აზროვნება, როგორც მოწინავე და ძალიან მაღალი დონის იმდროინდელ მსოფლიოში.

დასასრულს, პრეზენტატორმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

პრეზენტაციას დაესწრო: სკოლის დირექცია, მასწავლებლები, კლასების მოსწავლეთა უმრავლესობა.

მათი თქმით, პრეზენტატორმა ძალიან კარგად გაართვა თავი ამოცანებსა და მიაღწია დასახულ მიზნებს. პრეზენტაცია ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. პრეზენტაციის ავტორს ხელმძღვანელობა გაუწია ისტორიის მასწავლებელმა, გიორგი ტერუნაშვილმა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება