სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი საყვარელი მასწავლებელი გქვიათ“ - შავსაყდრის საჯარო სკოლის მოსწავლის ემოციური წერილი პედაგოგს
16-03-2021
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ირმა კედელაშვილმა კლასის დამრიგებელს, საყვარელ მასწავლებელს - ნანა თეგაძეს წერილი მისწერა.

„ბოდიშს გიხდით სითამამისთვის, მაგრამ მინდოდა წერილი მომეწერა და ჩემი ფიქრები ჩემი საყვარელი მასწავლებლისთვის გამენდო, მასწავლებლისთვის, რომელიც ცხოვრებაში უდავო გმირობას იმსახურებთ.

ყოველთვის გაკვირდებით და მიკვირს, ნუთუ არაფერი გაწუხებთ (რა თქმა უნდა, კარგი გაგებით), მუდამ რომ გვეფერებით და პოზიტივს გვიგზავნით.

ბევრს ვფიქრობ, რა არის ჩემი სასკოლო ცხოვრება? ეს არის ურთიერთობებისა და საზოგადოებაში კომუნიკაციის საშუალება. შევიძინოთ მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება; შევისწავლოთ საკუთარი თავი და შევაფასოთ სასკოლო ფასეულობები; მივიღოთ განათლება და გამოვადგეთ როგორც ოჯახს, ასევე ქვეყანას, სადაც ვცხოვრობთ. ამ ყველაფერში კი, მეხმარება თქვენთან ურთიერთობა.

ყოველი დღე ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპია, ახალი სიურპრიზები. სკოლაში მისვლით და ხვალინდელი დღის იმედით ვახალისებთ ერთმანეთს. ყოველდღე ველოდები, რა სიურპრიზს გაგვიკეთებთ ბავშვებს, ახალი იდეებით. სწორედ ამიტომ, მეამაყებით, ჩემო ნანა მასწავლებელო! ყოველი ახალი წამოწყების ავტორი რომ ხართ ყოველთვის.

მადლობელი ვარ თქვენი, რომ ყოველთვის ცდილობთ, კარგი ურთიერთობა მქონდეს სკოლის ყველა მოსწავლესთან. თქვენთან ურთიერთობით ვსწავლობ, როგორ უნდა მოვექცე სხვებს; გავათვითცნობიერო „ვინ ვარ მე“. ხშირად მქონია ბავშვებთან კონფლიქტი და ამ დროს ისე თბილად მახვედრებდით ჩემს შეცდომას, რომ აქხლა მრცხვენია ჩემი საქციელის. საშუალებას მაძლევდით, სწორად შემეფასებინა ჩემი საქციელი. და დღეს, ამ გამოცდილების ფონზე, ვცდილობ, აღარ გავიმეორო იგივე და საზოგადოებაში ვიცოდე ჩემი ადგილი.

ბედნიერი ვარ, რომ ყოველი ახალი პროექტის ავტორი თქვენ ხართ. ბევრ საინტერესო პროექტში მონაწილეობა მოგვიწია თქვენი წყალობით. მაგალითად: საშემოდგომოდ განვახორციელეთ „ხილთა ქება“, „მწვანე სამყარო“; საშობაოდ - „ალილო“ ანუ „აღვადგინოთ სოფელში ძველი ტრადიციები“; გასეირნება ბუნებაში და იქ ჩატარებული გაკვეთილები თემაზე - „როგორ გამოვიყენებთ მათემატიკას ხელოვნებაში, პოეზიაში, სპორტში“... 14 თებერვალს მოულოდნელად შემოგვთავაზეთ სკოლის ეზოს დასუფთავება, გალამაზება და დიდი სიხარულით გავაკეთეთ ყველაფერი. გასულ სასწავლო წელს, საკმაოდ ბევრი პროექტი განვახორციელეთ. წელს, სამწუხაროდ, ხელი შეგვიშალა პანდემიისგან გამოწვეულმა მდგომარეობამ.   

ნანა მასწავლებელო, თქვენი წყალობით მივხვდი, როგორ დავეხმაროთ დაჩაგრულ, გაჭირვებულ, ავადმყოფ და სოციალურად დაუცველ ადამიანებს. 

ნანა მასწავლებელო, ჩემი ნიჭი გამოვცადე ლექსების წერაში და ერთი მათემატიკურ ფიგურებზეც დავწერე, იმედია, არ დამიწუნებთ.

„სამკუთხედი, ოთხკუთხედი,

კვადრატი და რომბი,

შარაგზაზე მიდიოდნენ,

მთვრალი ძმები, ოთხნი.

სამკუთხედმა ძმებს მიმართა,

წრე სადა გყავთ ძმებო,

რომბმა ასე უპასუხა:

ხუთკუთხედთან  ზისო!“

ვწერ და ვფიქრობ, ზედმეტად თამამი ხომ არ ვარ თქვენთან, მაგრამ ალბათ, ესეც ნდობისა და სიყვარულის ბრალია. თქვენ ხომ „ჩემი საყვარელი მასწავლებელი“ გქვიათ. ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხართ და მეამაყება, რომ ჩემი დამრიგებელი გქვიათ. სწორედ ეს სიყვარული მაძლევს სტიმულს, მეც ჩავაბარო პედაგოგიურზე და მეც გავზარდო საღადმოაზროვნე მომავალი თაობა. გეფერებით და უფლის წყალობას გისურვებთ“, - ნათქვამია მოსწავლის წერილში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება