სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პანდემიამ დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია საკლასო სივრცე, სოციალური ურთიერთობები“-მზევინარ დემეტრაშვილი, ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი
03-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორის, მზევინარ დემეტრაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რამდენად ძვირფასია დრო და თავისუფლება; რაოდენ მნიშვნელოვანია საკლასო სივრცე, სოციალური ურთიერთობები; გვასწავლა, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს; გვაჩვენა ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცოდნის აუცილებლობა და საჭიროება.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

-პირველ რიგში, კრიტიკულ სიტუაციებში მობილიზება და პრობლემის მოგვარება; დროის სწორად მართვა სასწავლო პროცესის დროს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უმრავლესობას გვაქვს კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან წვდომა და შესაბამისი საბაზისო ცოდნა, ონლაინ სწავლების დროს, საჭირო გახდა სწრაფი ტემპით გავცნობოდით და გამოგვეყენებინა სხვადასხვა სასწავლო პლატფორმა; შეგვექმნა ან მოგვეძიებინა სასწავლო რესურსები, რომელიც არ იყო ადვილი, მაგრამ ჩემი აზრით, სკოლებმა, შეიძლება ითქვას, წარმატებით გავართვით თავი. 

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელი იყო მოულოდნელობის, სასოწარკვეთისა და დიდი დანაკლისის წელი. დანაკლისი ყველგან და ყველაფერში. პანდემიამ შეცვალა სამყარო. ჩვეულ რიტმში ჩადგომას წლები დასჭირდება, ალბათ. არ შეიძლება არ აღინიშნოს განათლების სისტემის მობილიზება. როგორც შეიძლებოდა, ისინი მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ სკოლის ადმინისტრაციასთან და ერთობლივად ვცდილობდით ყველანაირი გზა გამოგვენახა ონლაინ გაკვეთილების გასამართად, რადგან არც ერთი მოსწავლე არ დარჩენილიყო სასწავლო პროცესის მიღმა. საგანმანათლებლო სფეროში დიდ შენაძენად ჩავთვლიდი TV-სკოლას. ასევე, მინდა მადლიერება გამოვხატო ეპიდემიოლოგების, მედპერსონალის მიმართ. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ვაფასებ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას. ეს ძირითადი მარცვალი თუ ღვივის მასში, იქ წარმატება ყოველთვის მოდის სხვა სიკეთესთან ერთად. მიხარია, როცა მათში ერთმანეთის თანადგომასა და გამოცდილების გაზიარებას ვხედავ. ასევე, როცა ცდილობენ განვითარებასა და საკუთარი შესაძლებლობების   გაუმჯობესებას. 

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლემ შეიძლება ბევრი რამით გამაკვირვოს, მაგრამ ყველაზე მეტად მაკვირვებს მათი გულწრფელობა და  დასმული შეკითხვები, მაკვირვებს, თან მიხარია.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტი მეგობრობა შვილებთან და აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში. ამისათვის, მათ აქვთ კანონით მინიჭებული უფლებები.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- სკოლის დადებით ატმოსფეროსა და განვითარებაზე. ასევე, ყოველთვის მაფიქრებს მოსწავლეთა რიცხოვნობა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება