| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელის, თემურ სუყაშვილის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მკვლევარ, ისტორიკოს ირაკლი ირემაძესთან შეხვედრა გაიმართა.
„მოწვეულმა სტუმარმა მოსწავლეებს გააცნო პირველი რესპუბლიკის პერიოდში გატარებული რეფორმები, ესაუბრა 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული კონსტიტუციის მნიშვნელობასა და მასში ასახულ დემოკრატიულ პრინციპებზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო საბჭოთა ოკუპაციაზე საუბარს და იმ ვითარების განხილვას, რომლის პირობებშიც საქართველოში დამყარდა საბჭოთა რეჟიმი.
შეხვედრა გაიმართა დისტანციურ-ჰიბრიდულ რეჟიმში. Zoom-პლატფორმის გამოყენებით შეხვედრას ასევე დაესწრნენ სხვა დაინტერესებული პირები და მეგობარი სკოლის მოსწავლეები.
შეგახსენებთ, რომ ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში სკოლის თვითმმართველობისა და სასკოლო თემის წარმომადგენლების ინიციატივით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაა დაგეგმილი“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა