სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ონლაინ სწავლებამ გვასწავლა დროის ეფექტური და რაციონალური გამოყენება“ - გაჭედილის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ლაშხია
25-02-2021
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ლაშხია ბლიც - ინტერვიუში გვეუბნება, რომ პანდემიამ პირველ რიგში დაგვანხა, რომ  დედამიწას გაფრთხილება, მოვლა და ზრუნვა სჭირდება. ნახეთ, როგორი იყო 2020 წელი მანანა ლაშხიასთვის, როგორ უყურებს ონლაინ სწავლებას და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად. 

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- დედამიწის გაფრთხილება, მოვლა და ზრუნვა დაგვანახა,რა მძიმე შედეგები შეიძლება მოუტანოს სამყაროს ერთმა დაუფიქრებელმა ქმედებამ,დაგვანახა რომ სიცოცხლე ტკბილია,რომ უნდა გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,რადგანაც დედამიწას სიყვარული ატრიალებს მხოლოდ

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ახალი პლატფორმების გამოყენებით საგაკვეთილო მიზნების და მოსწავლეთა ინტერესებზე გათვლილი გაკვეთილების დაგეგმა,მრავალფეროვანი რესურსის შექმნა-მოძიება, დროის ეფექტური და რაციონალური გამოყენება. ვისწავლეთ რომ ბევრი საკითხი დისტანციურად გვარდება.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც ძალიან მძიმე წელს,ურთულესი გამოწვევებით დატვირთულს,ტკივილიანს, თუმცა როგორც დირექტორი ვიტყოდი,რომ ჩემი სკოლისთვის წარმატებული აღმოჩნდა,რადგან შვიდი წამყვანი მასწავლებელი შეემატა ჩემს სკოლას,მიუხედავად სირთულეებისა არ შეფერხებულა სასწავლო პროცესი,ჩვენი პედაგოგები უშიშრად იდგნენ უწყვეტი სასწავლო პროცესის სადარაჯოზე,

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია... 

- საკუთარი საქმის და მოსწავლეების სიყვარული,ზრუნვა პროფესიული ზრდისთვის,მზაობა სიახლეებისადმი და თანამშრომლობითი გარემოს არსებობა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს,რომ ისინი მშვიდად და უსაფრთხოდ შეხვდნენ მსოფლიო საფრთხეს, კოვიდ პანდემიას,თითქმის ზედმიწევნით იცავენ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულ რეგულაციებს.

- მშობლებს ვურჩევდი... 

- აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში,მეტად დაინტერესდნენ საკუთარი შვილების განათლებით,იმეგობრონ შვილებთან,მეტი მხარდაჭერა გამოხატონ თავიანთი შვილებისა და პედაგოგებისადმი.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ... 

- ჩემს პროფესიულ და ადამიანურ მისიაზე,ვცდილობ პირნათლად შევასრულო ისინი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება