სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახელმწიფოებრივ თემატიკაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს
22-02-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის, კალის საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა: არინა მარგველანმა და სალომე ხარძიანმა წარმოადგინეს  პროექტის პრეზენტაცია თემაზე „დემოკრატიული სახელმწიფო და თვითმმართველობა“.

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ინფორმირებას თვითთმმართველობაში მონაწილეობის უფლებებსა და ფორმებზე; მათში, როგორც მოქალაქეებში სამოქალაქო აქტივობებისადმი შიშის დაძლევას და წახალისებას, რათა მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო აქტივობებში თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის გზით.

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც უკავშირდება თვითმმართველობაში მონაწილეობის ხარისხს, შესაძლებლობას და ამ მხრივ, საზოგადოების ინფორმირებას მათ უფლება-მოვალეობებზე; წინ წამოწიეს მოსწავლეთა მონაწილეობის საჭიროება და თვითმმართველობაში მონაწილეობის სამართლებრივი ფორმები გააცნეს სკოლელებს. ყურადღება გაამახვილეს არჩევნების საკითხზე და აღნიშნეს, რომ ერთი ხმაც შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, დაასაბუთეს, არჩევნებში მონაწილეობის მოქალაქეობრივი ვალი. საკმაოდ ამომწურავად ისაუბრეს საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე, რაც გამოწვეულია ეკონომიკური მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ  მოქალაქეთა მასობრივ მიგრაციასთან; წარმოადგინეს იმიგრაცია-ემიგრაციის სტატისტიკა დიაგრამის სახით.

ავტორებმა პარალელები გაავლეს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდთან და ორგანულად დაუკავშირეს პრეზენტაციაზე წარმოდგენილი საკითხები ისტორიულ ეპოქებს.

დასკვნის სახით პრეზენტატორებმა დასაბუთებულად უპასუხეს მათივე დასმულ შეკითხვას: „რა უნდა გავაკეთოთ, რომ დემოკრატიული სახელმწიფო გვქონდეს და კანონიერი თვითმმართველობა ჩამოყალიბდეს".

პრეზენტაციის ბოლოს პრეზენტატორებმა უპასუხეს დარბაზის შეკითხვებს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი და ადმინისტრაცია, მასწავლებლები, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.  

პროექტის საერთო ხელმძღვანელი კი გახლავთ ამავე სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გიორგი ტერუნაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება