| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N21 საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრებმა მსოფლიო საახალწლო ტრადიციების შესახებ მოსწავლეებს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს. საახალწლო ღონისძიება დისტანციურად გაიმართა. სკოლის დირექციამ თვითმმართველობის წევრებსა და თითოეულ მოსწავლეს მიულოცა შობა-ახალი წელი და წარმატებები უსურვა.
„სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა თვითმმართველობა, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული დისტანციური სწავლებისა, მასწავლებლების, მშობლების, მოსწავლეათა თვითმმართველობის ძალისხმევით, სახლებში მოსწავლეთა ყოველი დღე დატვირთულია კლასგარეშე აქტივობებით: კრეატიული იდეებით, წარმატებებით, დადებითი ემოციებით, ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენით. დისტანციურად ეწყობა შემეცნებით-აღმზრდელობითი ღონისძიებები, ორიგინალური და მხიარული კონკურსები, გამოფენები... ხდება ჩატარებული ღონისძიების თვითშეფასება და შეფასება, შესრულებული სამუშაოს წახალისება.
ბოლო დღეებში მოჭარბდა სახლის პირობებში ჩატარებული საახალწლო ღონისძიებები, რომელსაც ახლდა მოსწავლეთა საუცხოო ფანტაზია და უნარი, ხოლო - მსმენელთა სიხარული და სიამოვნება.
მშობლები აქტიურად არიან ჩართული შვილების სასკოლო ცხოვრებაში, რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში.
თვითმმართველობის წევრები ახერხებენ დისტანციურად თავშეყრას, მსჯელობას ამა თუ იმ საკითხზე და მიზნების დასახვას. აქვთ მხარდაჭერა დირექციისგან.
სასიამოვნო განწყობა და მოწონება ხვდა წილად მე-8 კლასელებთან 24 დეკემბერს მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციას თემაზე „მსოფლიოს საახალწლო ტრადიციები“. მოსწავლეთა საშუალო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარემ, სკოლის წარჩინებულმა მე-12 კლასის მოსწავლემ, მედეა კუხიანიძემ და მე-11 კლასელმა, ასევე წარმატებულმა და აქტიურმა თვითმმართველობის წევრმა ბაია ბოხუამ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს მოსწავლეებს მსოფლიო საახალწლო ტრადიციების შესახებ. ხელი შეუწყვეს მოსწავლეებში გუნდური მუშაობის, მოსწავლეთა მრავალმხრივი აზროვნების პროცესის, კვლევა - ძიებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას. პრეზენტაცია წარმატებული აღმოჩნდა.
სკოლა დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულევ სიხარულსა და ახალ-ახალი წარმატებების მიღწევას უსურვებს თვითმმართველობას, სკოლის ყველა მოსწავლეს!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა