სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თვეში ერთხელ მობრძანდით და მოგვახსენეთ, რა გააკეთეთ“ - წულუკიანი დგებუაძეს პარლამენტში ყოველთვიურ ანგარიშით იბარებს
30-12-2020
-
+


მას შემდეგ, რაც პარლამენტში თეა წულუკიანმა განათლების მინისტრის მოადგილისგან, ბაღების ავტორიზაციის საჭიროებაზე დეტალური განმარტება ვერ მოისმინა, აღნიშნულ საკითხს კვლავ მიუბრუნდა და მინისტრის მოადგილეს ყოველ თვე კომიტეტში მისვლა მოსთხოვა: 

„არ მინდა გადაკიდების ფორმა მიიღოს ჩემმა გამოსვლებმა, მაგრამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, რაში დავხარჯეთ 4 წელი ვერ მივხვდი, პანდემია 4 წლის წინ არ იყო, 1 წელი არ არის გასული ჯერ. მინდა ორი რამ შემოგთავაზოთ, გადავავადოთ, სადაც 4 წელი ვერ შევძელით, იქნებ 1 წლის თავზე ეს შევძლოთ. ამას ოფიციალურადაც მოგმართავთ, რომ თვეში ერთხელ მობრძანდეთ ჩვენს კომიტეტში და მოგვახსენოთ რა გააკეთეთ, რომ გაისადაც ისევ არ მოხვიდეთ და არ მოითხოვოთ გადავადება. რა თქმა უნდა, იქნება რაღაცეები, რასაც ან ბიუჯეტი ვერ გაწვდება ან ყველა ბაღი ვერ დააკმაყოფილებს. და რომ ვერ დააკმაყოფილებს, რა ხედვა გაქვთ, ხედვა ხომ მაინც უნდა არსებობდეს, მასობრივად ხომ ვერ დავკეტავთ ბაღებს?! ან გადავარქვათ სახელი და ეს იქნება ის დაწესებულება, სადაც მშობელს მოლოდინი არ აქვს, რომ იქ ბავშვი რამეს ისწავლი და ორი ტიპის დაწესებულებები გვექნება. ესეც ხედვაა, შეძლება ცუდი, შეძლება - კარგი, მაგრამ ეს ხედვა თქვენგან უნდა მოდიოდეს. ამიტომ, მოგმართავთ, თვეში ერთხელ, 12-ჯერ მობრძანდეთ და აგვიხსნათ, ამ თვეში ეს გავაკეთე, ერთი წლის თავზე ვიცოდეთ, რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ და რაზე ილაპარაკებთ - თქვენ. 

ამასთან, რია იქნებ გააკეთოთ, რია თუ არ არის, ეს 1 წელიც არ გვეყოფა ჩვენ. გვითხარით ჩვენ რაში შეგიწყოთ ხელი, დაგეხმაროთ, გადავადება არ არის საქმე, საქმეა - სად არის ხარვეზი სად არა და როგორ მივაღწიოთ მიზანს. მშობლებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ ბავშვი მიიყვანა ბაღში, სადაც ისინი მუშაობენ, ვინც არ უნდა იყოს აღმზრდელი საერთოდ და ბავშვიც კი არ უყვართ ზოგიერთს“ - განუცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მინისტრის მოადგილეს.

იქამდე კი წულუკიანმა დგებუაძეს დეტალური ახსნა მოსთხოვა, რატომ იყო საჭირო ბაღების ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივება და რა გაკეთდა განვლილ ოთხ წელში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
სკოლის დირექცია ულოცავს თინათინს წარმატებას, უსურვებს მომავალშიც არაერთ გამარჯვებასა და მნიშვნელოვან მიღწევებს
 

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება